მეგან მარკლის საქორწილო სტილს მთელი მსოფლიო დიდი ყურადღებითა აკვირდებოდა. მოლოდინი ხანგრძლივი და ძალიან დიდი იყო. პატარძალი მსოფლიოს წინაშე დიზაინერ კლერ ვეით კელლერის მიერ შექმნილი კაბით წარსდგა, მას თავზე დედოფალ ელიზაბეტ მეორის მიერ მიცემული დიადემა ეკეთა, რომელზეც გრძელი ფატა იყო დამაგრებული.
მარკლის მაკიაჟი საკმაოდ მინიმალისტური იყო, ვარცხნილობა კი სრულებით უბრალო. მის მშვიდ სტილში არაფერი არ ყვიროდა.
თუმცა ბრიტანული მედია ალაპარაკდა, რომ მარკლმა მისი საქორწილო სტილი ოდრი ჰეპბერნისგან ისესხა ფილმიდან „სასაცილო სახე“. ერთი შეხედვით ორი ქორწილის სტილი ფუნდამენტალურად განსხვავებულია, თუმცა არის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ერთმანეთს ემთხვევა.
ასევე მარკლის კაბა ჰგავს „ჟივენშის“ მიერ 1964 წელს შექმნილ საქორწილო კაბას, რომელიც ოდრი ჰეპბერნს ეცვა.

მასალის გამოყენების პირობები






