ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით სასჯელაღსრულების სისტამაში არსებულ მდგომარეობას და ვახორციელებდით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს. ჩვენი კონტაქტები, მსჯავრდებულების და მათი ახლობლების მხრიდან მიღებული ინფორმაციები გვაძლებს საშუალებას ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეისათვის არსებობს სისტემაში.
ბოლო პერიოდში სისტემაში შეინიშნება:
• დაწესებულებებში მსჯარდებულთა შორის დაპირისპირება;
• დაწესებულების თანამშრომლების უმოქმედობა;
• სისტემის შიგნით კონტროლის სისუსტე.
მართალია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არ ფიქსირდება, თუმცა სისტემის მართვის სადავეების პრაქტიკულად თავის ნებაზე მიშვება, სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს. განსაკუთხებით მნიშვნელობანია ლევან კორტავას საქმე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად უმოქმედოა ციხის ადმინისტრაცია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია მინისტრმა, ბატონმა სოზარ სუბარმა განსაკუთრებული ყურადღება გაიჩინოს სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და უზრუნველყოს პრობლემების აღმოფხვრა.
ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად შეიქმნას არასამთავრობოებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დააკვირდება მიმდინარე პროცესებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და გააკეთებს სწორ და ადეკვატურ შეფასებებს.
მოვუწოდებთ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს წარმოადგენდა სახალხო დამცველს, თავად იყოს ინიციატორი მონიტორინგის ჯგუფის შექმნისა, მოიწვიოს არასამთავრობო სექტორი და დაწვრილებით გააცნოს სისტემაში არსებული მდგომარეობა.
მასალის გამოყენების პირობები






