გახარია ამბობს, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის.
„ეს ჩვენი საგამოძიებო ღონისძიება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენისთვის. აქ ჩვენ მარტო არ ვმუშაობათ, ვმუშაობთ ევროპულ პარტნიორებათან ერთად. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი რომ ეს არის ქსელი, კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც მივყავართ ფატალურ შედეგებამდე. ჩვენ დავინახეთ რისკი რომ ეს ინფრასტრუქტურა რომელიც არის შექმნილი ეფექტურად გამოიყენონ ნარკოვაჭრობისთვის ფლატფორმად.“ - განაცხადა გახარიამ.
მისნისტმა აღნიშნა, რომ განჩინება მხოლოდ ორ კლუბზე არ ჰქონდა და საგამოძიებო მოქმედებები ამ მიმართულებით გრეძელდება.
„განჩინება არ გვქონდა მარტო ორზე, ცოტა უფრო მეტზე დ ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება და ჩვენ ვხედავდით მდგრად კავშირებს ადმინისტრაციასთან. რისი ბრალი იყო ცუდი მენჯმენტის ზოგ შემთხვევაში, უკონტროლობის და ა.შ. შს სამინსიტროსთვის არ აინტერესებს. შსს სამინისტრო ყოველთვის იქნება ნარკოტიკების გასაღების წინააღდეგ და ვერავინ შეზღუდავს იმას თუ სად შევიდეთ და როგორ შევიდეთ. რა ფორმით ხდება ეს ამაზე საზოგადოებრივი კონტროლის ნაწილში კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად ვართ. ის რომ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე შევუქმენით დისკომფორტი მაქსიმუმ 70 ადამიანს, რომელიც 12 დან 1 მდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის ბოდიშ და ეს იყო საჯარო ინტერსიდან გამომდინარე და ის სარგებელი რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა არის ერთმნიშვნელოვნად მეტი"- არბიშნა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






