ეპარქია ეკლესიის ძარცვისთვის დაკავებულის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვს
სამართალი - 13:20, 13 Aug, 2013     1217

ამის შესახებ ინფორმაციას ქიზიყი.გე ავრცელებს, გამოცემის ცნობით, შესაბამისი განცხადებით ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ ძალოვან უწყებებს უკვე მიმართა. მიმართვა საგამოძიებო მასალებს დაერთო.


სპეციალურ განცხადებაში მეუფე მელქისედეკი წერს, რომ დაკავებული სასჯელისგან გათავისუფლდეს და სულიერი ცხოვრების წარმართვისათვის მონასტერს მიემაგროს. იქვე ნათქვამია, რომ ეპარქიას, რომელიც გამოძიებამ დაზარალებულად სცნო, არ აქვს პრეტენზია და არ სურს მისი სისხლის სამართლის წესით დასჯა.


ამავე საკითხზე ღია წერილს ავრცელებს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმსახური, იღუმენი მამა ონოფრე წულაძე:
"სიყვარულით მოუწოდებ ყველას, პირი რომელმაც წმ. სერაფიმე საროველის ტაძარში შეაღწია და შესაწირი ყუთიდან თანხა აიღო, განთავისუფლდეს სასჯელისაგან და მოემაგროს ჩვენს მონასტერს, ძმური დარიგებისა და სინანულის განცდისათვის, მისი შემდგომი სულიერი ცხოვრების წარმართვისათვის. ყოვლად უსამღვდელოესი მეუფე მელქისედეკი აკეთებს განცხადებას, რომ ეპარქიას რომელიც დაზარალებულად სცნო გამოძიებამ, არა აქვს პრეტენზია და არ სურს მისი დასჯა სისხლის სამართლის წესით, არამედ მონდომებულია და მზად ყოფნას გამოთქვამს იზრუნოს ამ ადამიანის სწორ, ქრისტიანულ გზაზე დაყენებისთვის, მისი შემდგომი ყოფის რეაბილიტაციისათვის. უფალმა შეიწყალოს ყოველი გზასაცდენილი და სინანულის გზით გააერთიანოს ქრისტეში!," – ნათქვამია მამა ონოფრე წულაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.


შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, სერაფიმე საროველის ეკლესიის შესაწირი ყუთები 9 აგვისტოს გაქურდეს.
ამავე სოფლის მკვიდრი, 7 შვილიანი ოჯახის წევრი პოლიციამ მეორე დღეს დააკავა. ხელმოკლე ოჯახს საკუთარი ჭერი არ აქვს, რის გამოც სოფლის აბანოს ძველ შენობას აფარებს თავს. დაკავებულის მრავალშვილიანი დედის ინფორმაციით, ეკლესიის შესაწირი ყუთიდან მოპარული 55 ლარით მისმა შვილმა პური და ძეხვი შეიძინა, დანარჩენი თანხა კი არ დაუხარჯავს.

/ქიზიყი.ge/ http://qiziyi.ge/?p=9723

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42