ისტორიაში პირველად, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ცოლად შეირთავს აფრო-ამერიკული წარმომავლობის, ასაკით უფროს, განათხოვარი ქალს. 33 წლის პრინცი ჰარი და 36 წლის მეგან მარკლი ხვალ იქორწინებენ.
რა უნდა ვიცოდეთ სამეფო ქორწილის შესახებ?
მეგანის მამა
სამეფო ქორწილამდე 3 დღით ადრე, მეგან მარკლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეფო ქორწილს მამამისი არ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია კენსინგტონის სასახლემ ოფიციალურად გაავრცელა.
„სამწუხაროდ მამაჩემი არ დაესწრება ჩვენს ქორწილს. მე ყოველთვის მადარდებდა მამაჩემის ჯანმრთელობდა და ვიმედოვნებ, მას ექნება ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება" - განაცხადა მეგანმა.
სხვადასხვა ტაბლოიდები კი წერენ, რომ მათ დაძაბული ურთიერთობა აქვთ და მიზეზიც სხვაა. ყოფილი ამერიკელი მსახიობის მშობლები განქორწინებულები არიან.
მეგანის ძმა
სამეფო ქორწილის ჩაშლა სურდა მეგანს ძმამ, რომელმაც საჯარო წერილი გაავრცელა და პრინც ჰარის მოუწოდა, მის დაზე დაქორწინება გადაიფიქროს. მისი თქმით, ჰარიმ მეგანის ნამდვილი ხასიათი არ იცის და მასზე დაქორწინებას ძალიან ინანებს. ტომას მარკლი უმცროსის თქმით, მეგანი ჰოლივუდის დაბალხარისხოვანი მსახიობია, რომელიც ბერდება და კარიერის დასასრულს სურს პრინცესის როლი მოირგოს. ამან კი შესაძლოა ბრიტანეთის სამეფო საქვეყნოდ დასაცინი გახადოს.
მეგანის დედა
მეგან მარკლის დედა, აფროამერიკელი დორია რეგლენდია. ახალგაზრდობაში, ის ვიზაჟისტად მუშაობდა და მომავალი მეუღლე, გადასაღებ მოადანზე გაიცნო. მამა, თეთრკანიანთა რასის წარმომადგენელი, თომას მარკლია, რომელიც გამნათებლად მუშაობდა. მეგან მარკლი დორია რეგლანდისა და ტომას მარკლის ერთადერთი შვილია. წყვილი მაშინ დაშორდა, როცა მეგანი მხოლოდ 6 წლის იყო.
როდის გავიგეთ პრინცი ჰარისა და მეგანის ურთიერთობის შესახებ?
პრინცი ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.
მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ 33 წლის ჰარი და 36 წლის მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება. სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში შედგება.
სამეფო ქორწილამდე 2 თვით ადრე, დიდი ბრიტანეთის პრინცის საცოლე , ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი ანგლიკანური ეკლესიის წესით მოინათლა.
ცნობისთვის, მეგანის ანგიკანური ეკლესიის წესით მონათვლა სავალდებულო არ იყო, მაგრამ დედოფალ იელისაბედის პატივსაცემად ამერიკელმა მსახიობმა ამის გაკეთება გადაწყვიტა. მანამდე მარკლი ბაპტისტი იყო.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოება და მოქალაქეობა შეიცვალა. გააუქმა ფეისბუკის, თვითერისა და ინსტაგრამის ექაუნთები გააუქმა.
ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.
როგორ ჩაივლის საქორწილო ცერემონიალი?
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საქორწილო ცერემონია 19 მაისს უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის ტაძარში შუადღის 12:00 საათზე დაიწყება.
მეგანს საკურთხევლამდე ჰარის მამა, პრინცი ჩარლზი მიაცილებს. წყვილს ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი დაწერს. შემდეგ კი სამეფო წყვილი ტაძარს ეტლით დატოვებს და ქალაქის ქუჩებში გაისეირნებს, რის შემდეგაც სასახლეში დაგეგმილ მიღებაზე დაბრუნდებიან.
როგორ შეიძლება სამეფო ქორწილში მოხვედრა?
1. უნდა ცხოვრობდე დიდ ბრიტანეთში
დიდი ბრიტანეთიდან 1 200 ადამიანს ცხრა რეგიონული ლორდთა ოფისი შეარჩევს.
2. ხალხის სამსახური
ადამიანები, რომლებმაც ლიდერული უნარჩვევები გამოავლინეს და ხახლისთვის, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ, სამეფო ქორწილში მოხვდებიან.
3. ეწეოდე საქველმოქმედო მოღვაწეობას
სამეფო წყვილი მათთვის ცნობილი საქველმოქედო პრგანიზაციებიდან 200 ადამიანს შეარჩევს.
4. უნდა იყო მოსწავლე ადგილობრივ სკოლაში
უინძორის ორი სკოლიდან (The Royal School და St. George’s School) 100 მოსწავლეს შეარჩევენ.
5. უნდა ცხოვრობდე ქორწილის გასამართ ადგილთან ახლოს
უინძორის სასახლის და წმინდა ჯორჯის ეკლესიის შემოგარენში მცხოვრები 610 ადამიანი დაესწრება სამეფო წყვილის ქორწილს.
6. უნდა მუშაობდე სამეფო ოჯახში
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს სამეფო ოჯახში დასაქმებული 530 ადამიანი დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები






