ანაკლიის პროექტები ასტანის გლობალურ ეკონომიკურ ფორუმზე წარადგინეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:03, 18 May, 2018     1672

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა ანაკლიის პროექტი ასტანაში, ეკონომიკურ ბიზნესფორუმზე წარადგინა. AEF – „ასტანის ეკონომიკურ ფორუმს“ რომელიც ყაზახეთში ყოველწლიურად იმართება, წელს 8000 დელეგატამდე დაესწრება, მათ შორის მსოფლიოს ბიზნესლიდერები, წამყვანი მეცნიერები, ეკონომისტები და პოლიტიკოსები, ისევე როგორც მულტინაციონალური და რეგიონული კომპანიების წარმომადგენლები.

ქეთი ბოჭორიშვილმა ფორუმზე ისაუბრა სპეციალური ეკონომიკური ზონების სპეციფიკაზე, CAREC-ის ქვეყნების ვაჭრობის გაფართოების და განვითარების შესაძლებლობაზე, და მათ ერთობლივ თანამშრომლობაზე აბრეშუმის გზის პროექტის - „სარტყელი და გზა“ - ფარგლებში. ბოჭორიშვილმა ფორუმის დელეგატებს ასევე წარუდგინა ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტი, როგორც რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტის და „შუა დერეფნის“ სტრატეგიული წერტილი და ყაზახეთის მოკავშირე შუა დერეფანში.

„ანაკლია სითის“ დირექტორი ფორუმის ერთ-ერთი სპიკერია. წლევანდელი AEF-ის სპიკერებს შორის ასევე არიან საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, „ეფლის“ თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი, გაეროს მე-8 გენერალური მდივანი ბან კი-მუნი და სხვები.

AEF-ი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ბიზნესპროექტებისთვის, ქალაქ ანაკლიისა და პორტის, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების პოტენციალის წარმოსაჩენად და ახალი პარტნიორების მოსაზიდად.

„გლობალური გამოწვევების სამიტი 2018“ - ამ სახელით ასტანის წლევანდელ ფორუმზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა კონომიკა და სტაბილურობა, დიგიტალიზაცია და ურბანიზაცია, გლობალური უსაფრთხოება და კულტურული ცვლილებები.

ასტანის ეკონომიკური ფორუმი 2008 წელს დაარსდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მან 150 ქვეყნის 50 000 დელეგატს, მათ შორის 30 ცნობილ პოლიტიკოსსა და 20 ნობელის პრემიის ლაურეატს უმასპინძლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42