ისტორიაში პირველად, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ცოლად შეირთავს აფრო-ამერიკული წარმომავლობის, ასაკით უფროს, განათხოვარი ქალს. 33 წლის პრინცი ჰარი და 36 წლის მეგან მარკლი ხვალ იქორწინებენ.
სამეფო ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომ მეგან მარკლს საკურთხევლამდე პრინცი ჰარის მამა, პრინცი ჩარლზი მიიყვანს.
ქორწილამდე სამი დღით ადრე, მეგან მარკლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეფო ქორწილს მამამისი არ დაესწრება.
ყოფილი ამერიკელი მსახიობის მშობლები განქორწინებულები არიან.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ 33 წლის ჰარი და 36 წლის მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება. სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში შედგება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოება და მოქალაქეობა შეიცვალა. გააუქმა ფეისბუკის, თვითერისა და ინსტაგრამის ექაუნთები გააუქმა.
ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.
პრინცი ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






