ამერიკელი მუსიკოსის, როკ ჯგუფების Soundgardenისა და AudioSlave-ის ვოკალისტის, ქრის კორნელის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
მუსიკოსმა 2017 წლის 18 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
52 წლის ქრის კორნერი მუსიკალურ ტურნეში იმყოფებოდა. სუიციდამდე ერთი საათით ადრე კი Soundgarden-თან ერთად კონცერტი გამართა სწორედ , Soundgarden-ში დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა. კონცერტის შემდეგ, დეტროიტის სასტუმროს სააბაზანოში თავი ჩამოიხრჩო.
კრის კორნელმა პოპულარულობა როკ ჯგუფ Soundgarden-ის წევრობით მოიპოვა, 1997 წელს ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო, შემდეგ კი Audioslave-ის წევრი იყო.
სოლო კარიერის განმავლობაში კი აქვს გამოცემული 5 ალბომი. ქრის კორნელს პოპულარობა ასევე მოუტანა ჯეიმს ბონდზე შექმნილი ფილმის საუნდტრეკმა - “You Know My Name”. იყო ოქროს გლობუსის ნომინანტი და გრემის ორი ჯილდოს მფლობელი.
მასალის გამოყენების პირობები






