„Wizz air-ის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები უკვე 200 მლნ დოლარს აღწევს“- ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:08, 18 May, 2018     1056
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო. გუშინ ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ის მარკეტინგის დირექტორი იოჰან ეიდჰაგენი დაესწრნენ. ქუთაისში ბაზირებული ხომალდი რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს.

კომპანია დღეიდან ფრენებს 5 ახალი მიმართულებით შეასრულებს: პარიზი, რომი, პრაღა, ბარსელონა და ათენი. დღეს გაიმართა პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულებული პირველი რეისის საზეიმო დახვედრა. Wizz air ასევე, ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს მიმართულებები ძალიან მნიშვნელოვანია, „თუმცა, გარდა პირდაპირი ფრენებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ზრდის ტურიზმს და ჩვენს ახალგაზრდებს და არამარტო მათ აძლევს შესაძლებლობას, ძალიან მიმზიდველი ფასებით იმოგზაურონ ევროპაში, ეს არის პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილები. დღემდე კომპანია Wizz air-ს საქართველოში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული ერთი ბაზირებული თვითმფრინავის სახით, ხოლო დღეიდან მეორე თვითმფრინავი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები უკვე 200 მლნ დოლარს აღწევს. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიას 70 პირდაპირი და 250 არაპირდაპირი სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი და ახალი თვითმფრინავით კიდევ 37 ახალი სამუშაო ადგილი დაემატება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2018 წლის მარტიდან, Wizz air-მა ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება რიგისა და ვროცლავის მიმართულებით დაიწყო. ზაფხულიდან კი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის დაიწყება. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ი 3 ივლისიდან ფრენებს ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 15 ნოემბრიდან პირდაპირი რეისები ავსტრიის მიმართულებით - ვენა-ქუთაისი შესრულდება. ახალი ბაზირებული რეისების ჩათვლით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში ევროპის 14 ქვეყნის 20 მიმართულებით შეასრულებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს აეროპორტებში თვითმფრინავების ბაზირების მნიშვნელობაზე. „რატომ გვიხარია საქართველოში თვითმფრინავების ბაზირება - იმიტომ, რომ ბორტებზე ადის ქართული მინერალური წყალი, ქართული სასმელი წყალი, ქართული ღვინო, საჭმელი და ა.შ. ხოლო ბორტებგამცილებლები და მთლიანად ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებითაა დაკომპლექტებული. მხოლოდ კომპანია „ვიზეარმა“ შარშან 222 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, ხოლო წელს პირველი 4 თვის განმავლობაში 111 000 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი - შარშან ჩვენ აეროპორტების მიმართულებით 43%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო წელს უკვე 34%-იანი ზრდა გვაქვს. სწორედ ეს არის ჩვენი ეკონომიკის ზრდა, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ტურიზმის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42