გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე კეთილმოწყობილ და ფეშენებელურ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ფოტოებს.
1. Vestre Fængsel (კოპენჰაგენი, დანია. ერთერთი ყველაზე ძველი ციხე დანიაში. მასში მხოლოდ ის მამაკაცები იხდიან სასჯელს, ვისაც 5 წელზე მეტი აქვს მისჯილი. ამჟამად ციხეში 530 პატიმარია. მასში განთავსებულია ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი, მაღაზიაში ალკოჰოლის გარდა ყველა სახის პროდუქტს ნახავთ.

2. ნორვეგიის ციხეები. პირველი მათგანი თანამედროვე სტილში, ყველა კომფორტის დეტალითაა მოწყობილი, მათ შორის მუსიკალური სტუდიითაც. ქვემოთ კი ერთერთ ყველაზე ეკოლოგიურ ციხედ ითვლება და სოფელს მოგაგონებთ, პატიმრები პატარა კოტეჯებში ცხოვრობენ, თუმცა, იგი კუნძულზეა მოთავსებული. მასში სასჯელს ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის იხდიან.


3. გელზენკირხენის ციხე, მსოფლიოში ერთერთ ყველაზე თანამედროვედ ითვლება. აქ არის ეკლესიები, სკოლები, შეგიძლიათ კოპიუტერული კურსებიც გაიაროთ. პატიმართა რაოდენობაა 558, მათ შორის ქალებიც არიან, რომელთაც ბადრაგის თანხლებით გარე პერიმმეტრზე გასეირნებაც შეუძლიათ.


4. ავსტრია, საპატიმრო სადაც მოთავსებული არიან მცირე სასჯელის მქონე (18 თვე) ბავშვები, ქალები და მამაკაცები. ციხე კორპორატიულ ოფისს მოგაგონებთ, დიდი ფანჯრებითა და ლამაზი ბაღებით ეზოში.


5, Butner Federal Prison - ჩრდილო კაროლინა, აშშ, პატიმარტა რაოდენობა 3600. მასში ისეთი ცნობილი პატიმრები იხდიან და იხდიდნენ სასჯელს, როგორიცაა რეიგანზე თავდასხმის განმხორციელებელი ჯონ ჰინკლი.


6. Horserod State Prison ჩრდილოეთ ზელანდია, დანია. აქ ციხის გალავანი სიმბოლურ ხასიათს ატარებს. არსებობს სპეციალური უბანი, სადაც მსჯავრდებულებს მეუღლესტან და ბავშვებთან ერთად შეუძლია ცხოვრება.


7. ციხე სვეაბორგი, ფინეთი, რომელიც 8 კლდოვან კუნძულზეა აშენებული და ერთმანეთსხიდებით უკავშირდება. ციხე იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ციხეში მყოფები აქვე მუშაობენ, ხელფასს იღებენ, საკუთარ თავს ინახავენ და ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცოტა ხნითაც ჰყოფნით.


მასალის გამოყენების პირობები






