კვირაში ერთხელ მაინც თევზის მიღება 40-50 პროცენტით ამცირებს გულის კორონალური დაავადებების, ინფარქტის, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების რისკებს, აცხადებენ მეცნიერები ჟურნალ Circulation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ ომეგა-3 გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ახალმა გამოკვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ თევზის სასარგებლო ეფექტი იზრდება, თუ მას რეგულარულად ვიღებთ და მისით სხვა ზიანის მომტან საჭმელს ჩავანაცვლებთ, მაგალითად ცხიმიან ღორის ხორცს.
ასევე გაირკვა, რომ ზეთისხილის ზეთი და ზღვის პროდუქტები დადებითად მოქმედებენ არამარტო გულსისხლძარღვთა სისტემაზე, არამედ მის ტვინსა და წონაზეც, რადგან ისინი საგრძნობლად ამცირებენ ქოლესტერინის რაოდენობას, არბილებენ სისხლძარღვების კედლებს, დაბლა სწევენ წნევას.
ამასთან, მეცნიერები გვირჩევენ თავი შევიკავოთ დიდი ზომის თევზების ჭამისგან, როგრიცააა ზვიგენი, თინუსი და სხვ., რადგან მათ ორგანიზმში სწრაფად გროვდება დიდი რაოდენობის ვერცხლისწყალი, რაც თავის მხრივ საგრძნობლად ამცირებს ომეგა სამის მოქმედების ეფექტს, როგორც ეს სკანდინავიის ქვეყნების მოსახლეობაზე ჩარარებულმა კვლევებმა აჩვენა.
მასალის გამოყენების პირობები