„სამწუხაროდ მამაჩემი არ დაესწრება ჩვენს ქორწილს. მე ყოველთვის მადარდებდა მამაჩემის ჯანმრთელობდა და ვიმედოვნებ, მას ექნება ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინს მხარი დამიჭირა. გთხოვთ, გაიგოთ, როგორ ველოდებით მე და ჰარი ჩვენთვის განსაკუთრებული დღის თქვენთან გაზიარებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლის მამა ქორწილს არ დაესწრებოდა. TMZ-ის 73 წლის ტომას მარკლმა გულის შეტევა გადაიტანა და ბრიტანეთში ჩასვლას ვერ მოახერხებს.
სხვადასხვა ტაბლოიდები კი წერენ, რომ მათ დაძაბული ურთიერთობა აქვთ და მიზეზიც სხვაა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ტომას მარკლი პაპარაცებმა საქორწილო სამზადისში დააფიქსირეს.
ყოფილი ამერიკელი მსახიობის მშობლები განქორწინებულები არიან.
რამდენიმე კვირის წინ სამეფო ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომ მეგანს საკურთხევლამდე სწორედ მამა მიაცილებდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ 33 წლის ჰარი და 36 წლის მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება. სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში შედგება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს. გააუქმა ფეისბუკის, თვითერისა და ინსტაგრამის ექაუნთები გააუქმა.
ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.
პრინცი ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






