"პრივატბანკის" მარნეულის ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს
სამართალი - 10:50, 13 Aug, 2013     444

შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული სეიფ ს, 1985 წელს დაბადებული რამინ ო. და 1984 წელს დაბადებული რაის კ. ჯგუფურად ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 8 აგვისტოს, 08:25 საათზე "პრივატბანკი"-ს მარნეულის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. თავდამსხმელებმა ბანკის მოლარეს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სალარო გააღებინეს, საიდანაც 110 000 ლარი, 80 000 დოლარი და 5000 ევრო გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლით მიიმალნენ.

 

სამართალდამცველებმა სეიფ ს. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. სეიფ ს–ს მეგობრის სახლიდან ბანკიდან გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს. რაის კ. და რამინ ო. კი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42