ბელა სონღულაშვილი აცხადებს, რომ სოციალური ინტეგრაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2016 წლამდეა გათვლილი, არათუ განსახილველად არ მიიღეს, არც კი წაიკითხეს და ჯანდაცვის სამინისტროს არქივშია გადაგზავნილი:
"მე ვარ ბელა სონღულაშვილი -
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედა;
• შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს წევრი, შშმ ბავშვთა და მათზე მზრუნველთა ლობისიტი საქართველოში უახლოესი 2 წლის განმავლობაში;
• აიპ ,,სოციალური დაცვის ლიგის" გამგეობის თავმჯდომარე";
• ,,შშმ ბავშვთა დაცვის ცენტრის "" დირექტორი და ა.შ.
უახლოესი 9 თვის განმავლობაში ხდებოდა არასამთავრობო სექტორში ,,შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის 2013-2016 წლების სამოქმედო გეგმის" შემუშავება, მაგრამ რა საცოდაობაც მივიღეთ ბოლო ვარიანტად, თავადაც შეგიძლიათ შეავლოთ თვალი. რატომ არის გასაიდუმლოებული ეს საკითხი, დღემდე გაუგებარია ჩემთვის.
ამ გეგმის შემხედვარემ, შევქმენი შშმ ბავშვთა და მათზე მზრუნველთათვის გეგმის დამატებითი ნაწილი და ბატონ ბიძინასაც გადავუგზავნე წერილობით და ელ.ფოსტით სამდივნოსაც (ქ-ნ ნატალია ჩირიკაშვილს), ვითხოვე, რომ გაევრცელებინათ და გაეთვალისიწინებინათ ჩვენი მოთხოვნები. გეგმის ჩემეული ნაწილი განვიხილეთ შშმ ბავშვთა პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციათა კრებაზე.
მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დღეს სამდივნოს უფროსის (ასევე, სოციალური პოლიტიკის სამმართველოს უფროსის), ბატონ ამირან დათეშიძისგან ვიგებ, რომ სახელმწიფო კანცელარიიდან გადმოგზავნილი ჩვენეული გეგმა არც არავის წაუკითხავს და დღესაც, როგორც სხვა მრავალი ინიციატივა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს არქივებში იმტვერება!
შშმ პირთა საკოორდინაციო სამთავრობო საბჭოში შშმ ბავშვთა პრობლემატიკის განხილვაზეც კი უარს ამბობენ! რა ვქნათ?
მინდა, საზოგადოება დაფიქრდეს ამაზე!
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?!
არავინ ოფოქროს, რომ ნებისმიერი ჩემს ბედში მყოფი მშობელი თავის ისედაც ჯანმრთელობაშერყეული შვილის მომავალისთვის რამეს შეუშინდეს და ეს შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდსაც ძალიან საეჭვოდ დაემთხვეს...
განა, რა გახდა, ამ საცოდავი ბავშვების მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება?!
ღმერთი არ გწამთ?!
და ეს ყველაფერი ხდება ზუსტად მაშინ, როცა 2013 წლის 7 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა აიპ ,,სოციალური დაცვის ლიგის" მიერ წარგზავნილი ,,შშმ ბავშვთა მშობელთა პეტიციის" განხილვა დაიწყო და საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანა. საკითხის განხილვა სექტემბერში გაგრძელდება.
დღეს ძალიან ბევრს დავპირდი სკამიდან კისრისტეხით გადმოგდებას და ღმერთიც შემეწევა ამ მადლიან საქმეში!
მოკლედ, ახლა ვიწყებ გადაგზავნას ყველგან.
გაიგოს საზოგადოებამ, რაც ხდება!", - წერს ბელა სონღულაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






