გაზეთის რედაქტორმა ელისო კილაძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამ სკანდალური ჩანაწერის თემა აქტუალური განხილვის საგანი გახდა:
"ჩანაწერი რამდენიმე თვეა, ჩემთან ინახება,იმის გამო რომ ბოლო ერთი თვეა სპეკულაციის საგანი გახდა,მე მივიღე გადაწყვეტილება მისი სრულად გამოქვეყნების თაობაზე,შეძლებისდაგვრად ჩავწერეთ ყველა მხარის კომენტარიც...იმედია კითხვები აღარ იქნება და საბოლოოდ დასრულდება ამ თემაზე საუბარი", - აცხადებს ელისო კილაძე.
გაზეთის ვერსიით,
"ლაშა ამირეჯიბისა და გელა ხვედელიძის შეხვედრა ნუგზარ ფოფხაძის სახლში გაიმართა.შეხვედრაში მათთან ერთად ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილიც მონაწილეობდა.როგორც მოგვიანებით გაირკვა,სკანდალური შეხვედრა ტელეფონით ლაშა ამირეჯიბმა ჩაიწერა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების სკანდალური ვიდეოფირი გამოჩნდა.ფირის გავრცელებას გელა ხვედელიძის თანამდებობიდან გადაყენება და დაკავება მოყვა.
ორი დღის უკან გიორგი ფარესაშვილმა პროკურატურას ჩანაწერი გადასცა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.მანვე განაცხადა, რომ ნუგზარ ფოფხაძის სახლში დაიგეგმა დავით კირვალიძის დაკავება და მის წინააღმდეგ ფირის გავრცელება.
აღნიშნული შეხვედრის სკანდალური ჩანაწერის სრული ვერსია "ქრონიკა +"-ის რედაქტორთან ელისო კილაძესთან ინახებოდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა საბოლოოდ შეწყდეს ამ თემით სპეკულაცია, მან მიიღო გადაწყვეტილება ჩანაწერის სრულად გამოქვეყნების თაობაზე.
ლაშა ამირეჯიბისა და გელა ხვედელიძის შეხვედრის სკანდალური ჩანაწერი მასში მონაწილე პერსონების კომენტარებთან ერთად "ქრონიკა +"-ის სამშაბათის ნომერში სრულად გამოქვეყნდება. ამჯერად,გთავაზობთ ჩანაწერის რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტს:
***
ლაშა ამირეჯიბი _ ძალიან კარგად იცის გელამ ლეონსიო ჭიდაობის დროს, მერე გადმოვიდა რაგბზე. ამ ლეონსიოს ძმაკაცი არის ვინმე კახა ბუცხრიკიძე, თერჯოლის… მთავარი ზონდერი.
ნუგზარ ფოფხაძე _ ზაზა გოგსაძის კონკურენტი?
ლ. ა. _ ეგაა, ეგა! მაგან აყიდვინა საძოვრები ასპინძაში და მიწები ამ ლეონსიოს. ბუცხრიკიძე დაეხმარა. ახლა გამალებული ამბები მიდის, რომ უნდა დაინიშნოს გადამთიელი ლეონსიო. ხალხი ნერვიულობს და იძახის, _ ეს კაცი რომ მოვიდეს, სულ წაგვართმევს, რაც გაგვაჩნიაო.
ნ. ფ. _ უნდა დაინიშნოს სად?
ლ. ა. _ ასპინძაში გამგებლად, და ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რა…
გ. ხ. _ ჰოდა, გელა რა შუაშია?
ლ. ა. _ გელა? მე გეტყვი, რა…
ნ. ფ. _ მე ასე გავიგე, რომ ირაკლიზე გავლენა ისეთია…
ლ. ა. _ ლეონსიო მიუღებელია. ირაკლიმ მე მითხრა პირადად, პოლიტიკური საკითხები მე ჩავაბარე გელა ხვედელიძესო.
გ. ხ. _ ვინ გითხრა?
ლ. ა. _ ირაკლიმ, შენმა მინისტრმა. მე მითხრა პირადად… შენ ყველაფერზე იცინი, ავდგები ახლა და წავალ… კაცმა მითხრა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მე პირადად ჩავაბარე გელა ხვედელიძეს ეს საკითხები, რომ მას ეს გადაეწყვიტა… ახლა ბატონ ნუგზართან ხომ არ მექნება პრეტენზია? დავანებოთ ამ ლეონსიოს თავი, ასეთი ამბები ხდება ძალიან ბევრი…
ნ. ფ. _ გავარკვიოთ ყველაფერი.
ლ. ა. _ მესამე: შინაგანად დიდ პატივს გცემ, მაგრამ შენ შეცდომებზე მე მაქვს საშუალება, რაღაცები დავწერო. ეს კაცი მთხოვს, არ დაწეროო, მაგრამ მე ამაზე ძალიან დიდხანს ვიფიქრებ. ახლავე გეტყვით კიდე ერთ რამეს… მოგწერე კიდეც და გითხარი, ეს თემაა, რომელსაც, პრინციპში, ამბობს იმჟამინდელი ჩეკისტი, რომელიც მუშაობდა ვანო მერაბიშვილთან.
* * *
გ. ხ. _ კითხვებია, რომ სადღაც მოტანილი არა მაქვს, რაღაც ვანოსთან მივიდაო…
ლ. ა. _ ფული მოუვიდა მაგას, აღძრული იყო ფულის წარმოშობასთან დაკავშირებით… მოვიდა კაცი და მითხრა, _ გელა ხვედელიძე 2006 წელს იყო ჩასული დავით ჟვანიასთან უკრაინაში, ჰქონდა შეხვედრა, რაღაცები ილაპარაკეს… ამის მერე მოხდა გუბაზიას და რამდენიმე კაცის შეხვედრა შვეიცარიაში. ახლა მეტყვი, არ არი ასეო… იყო ლაპარაკი თანხებზე, რომ დახმარებოდა ოპოზიციურ ფრთას. შეიძლება შენ მითხრა, ასე არ ყოფილაო. ადამიანები ბევრი ამხელა პაპკებით დარბიან და იძახიან, _ ა, ძმაო, ხვედელიძემ ეს გააკეთა, ის გააკეთაო…
გ. ხ. _ ის, რომ რაღაც-რაღაცები არის…
ლ. ა. _ მე ერთ რამეს გეტყვი: მე მაქვს გადაწყვეტილი, ხელი შევუშალო გია ხუხაშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს, ვიღაცის ბიზნესში აფათურონ ხელი და ფული წაართვან. მე მაგას გავაკეთებ გაზეთებში ყოველდღე.
ნ. ფ. _ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი. მისი გუნდის უბედურებაც და ბედნიერებაც ის არის, ვიღაცებმა ხელი უნდა შეიხოცონ კარგზეც და ცუდზეც.
ლ. ა. _ კვერცხების ამბავსაც ხომ წაიკითხავთ? სააღდგომო კვერცხები უნდა ამ ხუხაშვილს… მას უნდა.
გ. ხ. _ თბილისი?
ლ. ა. _ მთლიანად, ქართული წარმოებაც დაბრიდოს და იმ კვერცხზე იმპორტის რეჟიმში უნდა იმუშაოს.
გ. ხ. _ სამ სიტყვას ვიტყვი: 60% არის ქართული კვერცხის წარმოება საქართველოში, იმ 60%-დან დაახლოებით 40% არის შემოტანილი, დარჩენილია 30-40%. ჯერ გავარკვიოთ, რა ჯდება, გავიგოთ, რამდენია შემოტანილი? თუ დღეს შემომტანი ადამიანის _ საქართველოში შემოტანილი თუ წარმოებული კვერცხი _ მიზანი არის აღდგომას თუ საახალწლოდ იყოს იაფი…" - ჩანაწერის ვერსია სააგენტოზე აქ წყდება, სრული ვერსია კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, "ქრონიკა+"-ის დღევანდელ ნომერშია გამოქვეყნებული.
მასალის გამოყენების პირობები






