სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაყიდონ - ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:10, 16 May, 2018     1159
„საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ქართველ მცირე მეწარმეებს და არა მხოლოდ მათ, აძლევს შესაძლებლობას ელექტრონულ მაღაზიაზე განთავსებული თავიანთი პროდუქტი, გაყიდვის შემთხვევაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „საქართველოს ფოსტა“ ახალი მომსახურების ღია ელექტრონული პლატფორმის „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ პრეზენტაციაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტი წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება აწარმოოს ელ. კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს „საქართველოს ფოსტა“.

ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირებით ონლაინ მაღაზიის გვერდზე გაიხსნება ტრანსპორტირების ღია მოდული, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადების და გზავნილის ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე შეძლებს მომხმარებელი ისარგებლოს გზავნილის დაზღვევის სერვისით.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის სერვისი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მცირე მეწარმეებს, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად მიაწოდონ თავისი პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას. ჩვენი სერვისი ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე,”- განაცხადა პროდუქტის პრეზენტაციაზე „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

„საქართველოს ფოსტის“ ახალი მომსახურებით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე ქართული კომპანია. ეს მომსახურება ინტეგრირებული იქნება პლატფორმა B2C-ზეც, რომელიც ონლაინ მაღაზიის სწრაფად შექმნის და ინტერნეტ-სივრცეში პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42