რუსეთის საპატრიარქოს ფსევდომოტივები - ,,მრევლი არის ფასადი და რუსული ეკლესია ცდილობს გააძლიეროს თავისი მისია საქართველოში“
პოზიცია - 15:36, 16 May, 2018     1629

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე ორი დღის წინ იქნეა მიღებული, რომლის თანახმადაც, ქართულ ეკლესიასთან შეთანხმებულია, რომ მოსკოვის დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს. აუცილებელობის შემთხვევაში, მას დაევალება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წარმოადგინოს.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ, „ნიუპოსტი“ თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას დაუკავშირდა. თეოლოგი მიიჩნევს, რომ არსებული გამოცდილებისა და ისტორიის გათვალისწინებით, აღნიშნული გადაწყვეტიელბა პოზიტიურად ვერ შეფასდება:

„ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე და რთული გამოცდილება რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობის და ეს ურთიერთობები უპირველეს ყოვლისა ითვლის თავის არსებობას ეგრეთ წოდებული ეგზარხოსის პერიოდიდან, როცა საქართველოში 116 წლის მანძილზე რუსეთის ეგზარხოსი მართავდა საქართველოს ეკლესიას და არა მარტო საქართველოს ეკლესიას. ამის შემდეგ პირველი რესპუბლიკის შემდგომი პერიოდი, პირდაპირ არის გამორჩეული, ასევე ისეთი პოლიტიკის წარმოების კუთხით, რომელიც ქვეყნის, ეროვნული და საეკლესიო ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული რუსეთის მხრიდან. ამიტომ, ამ და უახლოესი ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდიდან, ვერაფრით ვერ მივცემ ამ კონკრეტულ ფაქტს პოზიტიურ შეფასებას, ასეთი მოლოდინი იქნება ცრუ მოლოდინი.

რუსეთის ეკლესია, ამგვარი სვლებით თუ მოთხოვნით, კიდევ ერთხელ ცდილობს გაიძლიეროს პოზიცია საქართველოში და ფსევდომოტივით, თითქოს მას რუსული მრევლის სულიერი დაბრუნებისთის სჭირდება რუსეთიდან გამოგზავნილი კანდიდატი, არის ფასადი და ეს ფასადი თავისი შინაარსით პირდაპირ გვეუბნება, რომ რუსეთის ეკლესია ამ შემთხვევაშიც ცდილობს ალტერნატიული საშუალებების მოძებნას იმისათვის, რომ კიდევ სხვაგვარი საშუალებებით გააძლიეროს საქართველოში თავისი მისია“, - აღნიშნავს ნარსია „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

თეოლოგი საუბრობს ერთ-ერთ პრობლემურ საკითხზე, რომელიც ჰერეთის ქრისტიანულ მოსახლეობაში არსებობს და რომელზეც საქართველოს საპატრიარქოს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია, რადგან რუსეთის საპატრიარქოსა და სპეცსამსახურების მიერ გამწესებული სასულიერო პირი აკონტროლებს ყოველგვარ სიტუაციას:

„ეს მისია არის ისევ ის, რა მისიაც მას ჰქონდა ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ეკლესიასთან მიმართებით და ეს ჩანდა კიდეც, არაერთგზის მითქვამს, რომ საქართველოს საპატრიარქოში არის მართული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ არის ლობირებული რუსული სპეცსამსახურებისა და რუსული ეკლესიის მიერ და ახორციელებს მათ მიზნებსა თუ პოლიტიკას. ეს გამოჩნდა არა ერთი მიმართულებით. განსაკუთრებით ერთი პრობლემური ფაქტია, რომელიც ჯერ კიდევ არ გაჟღერებულა, მაგრამ ალბათ აუცილებლად გაჟღერდება.

მაგალითად ჰერეთის ქრისტიანების პრობლემა, ამ ხნის მანძილზე საპატრიარქოს მხრიდან რჩება რეაგირების გარეშე და ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც. სახელმწიფოს სპეციალური ორგანო აქვს შექმნილი სააგენტოს სახით, რომლის პირდაპირი მოვალეობა გახლავთ, რომ რეაგირება მოახდინოს ფაქტზე, რომელზეც შევიტყვეთ რამდენიმე დღის წინ. ასეთ ფაქტებს ათწლეულებია უკვე ვხედავთ და ქრისტიანი მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ჩაგრავენ, ავიწროებენ, სამსახურიდან ითხოვენ, აშინებენ იმის გამო, რომ ისინი ქრისტიანები არიან. ისმის შეკითხვა, რატომ არ რეაგირებს საპატრიარქო ასეთ ფაქტზე? იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდიდიან ამ ტერიტორიაზე უფლება ქრისტიანული ადმინისტრირების, აქვს რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენეს, რომელიც ზის აზერბაიჯანში და ეს არის ეპისკოპოსი, რომელიც დასმული ჰყავს რუსეთის საპატრიარქოს და რუსეთის სპეცსამსახურებს. ისინი ჩვენ არ გვაძლევენ იმის უფლებას, რომ ან ქართული წარმომადგენლობა შეიქმნას ან რაიმე ტიპის ქართული ინიციატივა განხორციელდეს, როგორც საეკლესიო ან ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით. ეს არის დაწერილი სცენარი, რომელსაც ვერ ეხება ვერც საპატრიარქო და არ ამბობს ხმამაღლა არაფერს, რადგან იცის, რომ რუსეთისგან მას აქვს დირექტივა, არასდროს არ უნდა წავიდეს ამ ტიპის წინააღმდეგ, მას ეუბნებიან, რომ ეს არის რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორია და ეს ამბავი არასდროს უნდა გახდეს მათი ინტერესის, დისკუსიის საგანი. იგივე ხდება სახელმწიფოსთან მიმართებითაც, იმავე დირექტივებს უწესებს სახელმწიფოს რუსული სპეცსამსახურები, ამიტომაც არ იღებს სააგენტო ხმას არსებულ პრობლემაზე.

ეს არის სწორედ ის პრობლემები, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს საპატრიარქოში არის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს რუსულ პოლიტიკას ამ ქვეყანაში. ამიტომ, მეჩვენება, რომ ამ პირობებში კიდევ რუსული ეკლესიის პოზიციების გაძლიერება არის პირდაპირ მიმართული როგორც ქვეყნის, ასევე ეკლესიის ინტერესების წინააღმდეგ“, - განმარტავს თეოლოგი.

ვლადიმერ ნარსიას თქმით, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ოფიციალური ურთიერთობა და ჩვენს ქვეყანაში კონსტანტინოპოლის ოფიციალური წარმომადგენლობის არსებობა, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლისა და სხვადასხვა ურთიერთობების დამყარების საშუალებას მოგვცემდა:

„თუ საერთოდ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობა და მმართველი ადმინისტრაცია დაეთანხმებოდა უცხო ეკლესიის და საეკლესიო წარმომადგენლობის გახსნას საქართველოში, ყველაზე პოლიტიკურად და სტრატეგიულად გამართული იქნებოდა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან მიმართებით, არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეს ინიციატივა, თუ საქართველოს საპატრიარქო აქ დაეთანხმებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლობის გახსნას რაღაც ფორმით მაინც და ამას საეკლესიო ენაზე ჰქვია სტავროტიგია, ეს მოგვცემს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ მათთან ერთად შევიდეთ აფხაზეთის ტერიტორიაზე და დაველაპარაკოთ იმ ფრთას, რომელიც თავად გამოხატავს სურვილს და აქვს ინტერესი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის, ეს არის დბარის ფრთა, რომელიც არის საკმაოდ ძლიერი ფრთა აფხაზეთის ქრისტიანულ მრევლში და თუ შეიძლება ასე ითქვას, 90% სწორედ ამ ფრთას უჭერს მხარს. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საკითხი ჩვენთვის, რომ საქართველოს საპატრიარქოს მოიხმაროს გონება ისე, რომ შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელთან ერთად, რომელიც იქნება საქართველოში ოფიციალურად შემოყვანილი და ექნება კანონიერი იურისდიქცია ჩვენს ტერიტორიაზე, ეს იქნება კარგი დასაწყისი აფხაზეთთან პრობლემების დალაგების და მოგვარების. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს საპატრიარქოს მმართველი ჯგუფი ათეული წელებია ახორციელებს, როგორც ეკლესიის პოლიტიკის, ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - მიიჩნევს ვლადიმერ ნარსია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42