ეს მათი საქმე არ არის - 7 საკითხი, რომელიც დაქალებთან არ უნდა განიხილო!
ეს საინტერესოა - 10:48, 27 Mar, 2019     4237
1. სექსი - ის, რაც შენს საძინებელში ხდება, იქვე უნდა დარჩეს.

არასდროს მოუყვე მეგობრებს ინტიმური დეტალების შესახებ. უხერხულია, თუ თქვენს საუბარს შენი საყვარელი ადამიანი შეესწრება. ხოლო თუ არ შეესწრება, უბრალოდ არაეთიკურია სექსის განხილვა მეგობრებთან. მხოლოდ ის ამბები შეგიძლია მოუყვე მეგობრებს, რაც მათ შენი საყვარელი ადამიანი მიმართ დადებითად განაწყობს.

2. კამათი, ჩხუბი

ადამიანს ყოველთვის სჭირდება მსმენელი, ვისაც თავის დარდსა თუ სიხარულს გაუზიარებს. ნუ მოუყვები მათ კამათის შესახებ. რამდენიმე დღეში შენ და შენი საყვარელი ადამიანი შერიგდებით. შენს დაქალებს კი დაწვრილებით ემახსოვრებათ ჩხუბის მიზეზი და დეტალები და ხშირადაც გაგახსენებენ მათ. ყველა ჩხუბობს, მაგრამ ნუ გააგებინებ ამას დაქალებს.

3. ფინანსური პრობლემები

შეგახსენებთ, მხოლოდ შენ შეგიძლია ისე მოიქცე, რომ შენმა დაქალებმა შენს საყვარელ ადამიანს პატივისცენ. თუ შენს მამაკაცს ფინანსური პრობლემები აქვს, ნუ განიხილავ ამ თემას დაქალებთან. დაქალების თვალში შენ ფულზე გადარეული გოგო გახდები; შენს მამაკაცს კი ზურგს უკან ყველა დასცინებს.

4. შენი საყვარელი ადამიანის პირადი პრობლემები

არა, არა და არა! თუ მის ოჯახში უსიამოვნება მოხდა და ეს ამბავი შენ გაგაგებინეს, ესე იგი მისი ოჯახი გენდობა და ამიტომ მომხდარი არავის მოუყვე, შენთვის შეინახე. თუ გაიგეს, რომ მათი ამბავი ქვეყანას მოსდე, ცუდი ამბები კი ელვისებურად ვრცელდება, შენ მიმართ ნდობას დაკარგავენ და შეიძლება თავიდან მოგიშორონ კიდეც.

5. მისი ყოფილები

რა საჭიროა დაქალებთან შენი საყვარელი მამაკაცის ყოფილი შეყვარებულების განხილვა? ამით რა მოგემატება?! უბრალოდ ჭორაობაც არ მოგიტანს სიკეთეს. გახსოვდეს, შენმა მეგობარმა ბიჭმა რომ გაგიგოს, შენ დაქალებზე კი არა, შენზე გაბრაზდება.

6. მუდმივი ტირილი და წუწუნი


წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია: შენი დაქალი მუდმივად თავის შეყვარებულის უმსგავსო საქციელის შესახებ გიყვება, მოთქვამს და წუწუნებს. რას ურჩევ? რა თქმა უნდა მასთან დაშორებას! პრობლემები და უთანხმოება ყველა წყვილის ცხოვრებაში ხდება. უმჯობესია, თავად გაუმკლავდე უსიამოვნებებს, ვიდრე მეგობრები შენს დანახვაზე ამბობდნენ: აუ, ამან ხომ ტვინი შეჭამა თავისი წუწუნით.

7. შედარება


დაქალებთან საუბრისას შენი საყვარელი მამაკაცი არ შეადარო შენს ყოფილებს. ყველას აქვს თავისი მინუსი და პლუსი და მათ შესახებ უმჯობესია მხოლოდ შენ იცოდე. ადრე თუ გვიან შენი შედარებების შესახებ შენი ახლანდელი მამაკაცი გაიგებს და საინტერესოა, რას უპასუხებ? თუ ყოფილი მოგწონდა, რატომ არ დარჩი მასთან. თუ ამჟამინდელი არ მოგწონს, რატომ არ დაშორდები? დაფიქრდი, სანამ ზემოჩამოთვლილ თემებზე დაქალებთან მოგინდება გასაუბრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42