დალიე „ზედაზენი“ და გაიხსენე ლუდთან დაკავშირებული ისტორიები - რებრენდინგის შემდეგ ლუდი „ზედაზენი“ ახალ კამპანიას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:04, 16 May, 2018     1532
სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ მის პორტფელიოში არსებული ფლაგმანი ბრენდის - ლუდი „ზედაზენის“ რებრენდინგი განახორციელა.

6 წლის ისტორიის მქონე ლუდის განახლებას ს.ს. „ქართული ლუდის კომპანია“ დიდი სიფრთხილით მიუდგა, რადგანაც განახლებულ შეფუთვას არ უნდა მოჰყოლოდა აღქმა, რომ შეიცვალა ლუდის გემო. რებრენდინგის შედეგად, გათანამედროვდა შეფუთვა, თუმცა არა არსებულის რადიკალურად ცვლილების ხარჯზე.

„კვლევები გაჩვენებს, რომ ქართველი ლუდის მომხმარებლის პრეფერანცია ​ჩვენი ბრენდისადმი სწორედ მისი გემური თვისებებია: ევროპული ტრადიციებით ხარშვის ტექნოლოგია, ზედაზენის წყაროს წყალი - რაც კომპანიის როგორც სიამაყის საგანი, ისე ერთ - ერთი კონკურენტული უპირატესობაა“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

„ზედაზენის“ რებრენდინგზე მუშაობა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე უცხოურ თუ ადგილობრივ სააგენტოში მიმდინარეობდა.

„2018 წლის აქტიურ სეზონს ლუდი „ზედაზენი“ განახლებული შეფუთვით შეხვდა, რომლის საბოლოო დიზაინზე კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა იანა პოლევანსკაიამ და სალომე ხუბუნაიამ იმუშავეს. შეიცვალა როგორც ეტიკეტის ვიზუალი, ფორმა და დიზაინი ისე ქილის, შუშის ბოთლისა და პლასტიკატის ბოთლების ფორმები და დიზაინი“, - განმარტავს მიხეილ ქურდაძე.

ლუდის რებრენდინგთან ერთად, „ქართული ლუდის კომპანიამ“ განსხვავებული მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის წარმოება გადაწყვიტა

„წლების განმავლობაში ლუდი „ზედაზენის“ ირგვლივ ბევრი ისტორია და ემოცია შეგროვდა. დაგეგმილი კამპანია უნდა ყოფილიყო ავთენტური, სადაც მომხმარებელიც მიიღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ მივიღეთ კამპანია „შენი ცხოვრების ისტორია“, რომელიც ბრენდის ერთ-ერთ კომუნიკაციის მნიშვნელოვან მესიჯად უნდა შენარჩუნდეს“, - განმარტავს მიხეილ ქურდაძე.

მიზნის მისაღწევად, მოხდა ქუჩაში გამვლელების გამოკითხვა. კომპანიის წარმომადგენლები გამვლელებს ლუდ „ზედაზენს“ ეტიკეტის გარეშე ასინჯებდნენ და მის დახასიათებას სთხოვდნენ. შემდეგ კი სთხოვდნენ ახლო წარსულიდან ნებისმიერი ისტორია გაეხსენებინათ, რომელიც „ზედაზენის“ გემომ მოაგონა.

საბოლოოდ კი გადასაღებად სამი განსხვავებული თაობის და შინაარსის ისტორია შეირჩა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დამატებითი სერიების გადაღებაც, რომელსაც სს „ქართული ლუდის კომპანია“ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ლუდთან დაკავშირებული ისტორიებიდან შეარჩევს.

#შენიცხოვრებისისტორია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42