რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა, ათენი- ახალი ავიამიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:36, 16 May, 2018     1656
17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მეორე ბაზირებული, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს. Wizz air ასევე, ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 6 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250 ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.

2018 წლის მარტიდან, Wizz air-მა, ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება რიგისა და ვროცლავის მიმართულებით დაიწყო. ზაფხულიდან კი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის დაიწყება. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ი 3 ივლისიდან ფრენებს ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 15 ნოემბრიდან პირდაპირი რეისები ავსტრიის მიმართულებით - ვენა-ქუთაისი შესრულდება. ახალი ბაზირებული რეისების ჩათვლით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში ევროპის 14 ქვეყნის 21 მიმართულებით შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საქართველო უცხოელი ვიზიტორებისთვის სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი მიმართულება ხდება. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა, რის შედეგადაც 7 ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. 2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზეარის მგზავრთნაკადმა– 223,656 შეადგინა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით ქუთაისის აეროპორტში ავიკომპანია Wizz air-ის რეისებით - 111,810 მგზავრმა ისარგებლა.

2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტში ჯამური მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 % გაიზარდა. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, დღის წესრიგში აეროპორტის გაფართოების საკითხი დადგა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42