მთავარი პროკურატურა: ,,დენსუსის" დასკვნა მერაბიშვილის ბრალეულობას ადასტურებს
სამართალი - 17:26, 12 Aug, 2013     653

განცხადებას, რომელიც მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა ,,ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

 

,,საქართველოს მთავარი პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამერიკული კომპანია "დენსუსის" მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯერ კიდევ 2011 წელს გადაცემული დასკვნა შედგენილია მაღალკვალიფიციურად და იგი არათუ ეწინააღმდეგება ივანე მერაბიშვილისათვის შერაცხულ ბრალდებას, არამედ ავსებს მას და ადასტურებს ამ ბრალდების დასაბუთებულობასა და კანონიერებას.

 

კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილისათვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მან, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, გასცა უკანონო ბრძანებები, რომელთა საფუძველზე საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაარღვიეს მიტინგის დაშლის წინასწარ მომზადებული, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული გეგმა, რომლის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა გაზიარებულია ზემოაღნიშნული დასკვნითაც.

 

შედეგად, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო ათეულობით ადამიანმა, ხოლო ორი - გარდაიცვალა. საგულისხმოა, რომ კომპანია "დენსუსი" დასკვნის შედგენისას უპირატესად ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მირ მათთვის მიწოდებული, ცალკეულ შემთხვევებში, ცრუ ინფორმაციებითა და მასალებით. ასე მაგალითად, დასკვნაში ვკითხულობთ:

 

"გამზირის დემონსტრანტებისაგან გაწმენდის ოპერაციის შესწავლის შედეგად დათხოვნილი იქნა ოთხი პოლიციელი, ერთი - ჩამოქვეითდა და ცხრა პირს გამოეცხადა საყვედური. თუმცა, დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ დანაყოფებში მუშაობდნენ აღნიშნული ოფიცრები ან რა დარღვევებმა/გადაცდომებმა განაპირობა მათი დისციპლინური დასჯა არ გაცხადებულა."

 

გამოძიებით კი უტყუარად დადგენილია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება და ჩადენილ დანაშაულში ივანე მერაბიშვილის მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დასაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი, რომელთაგან ნაწილი საერთოდ არ იმყოფებოდა მიტინგის ტერიტორიაზე, ნაწილი - უშუალოდ არ ღებულობდა მონაწილეობას მიტინგის დაშლაში, ხოლო 3 მათგანი დასჯის შესახებ ბრძანების გამოცემამდე, საკუთარი ნებით, უკვე გათავისუფლებული იყო შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

 

შესაბამისად, კომპანია "დენსუსის" დასკვნა არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ახლად გამოვლენილი გამამართლებელი მტკიცებულება და მისი სხვაგვარი ინტერპრეტაცია სამართლებრივი მანიპულაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს", – ნათქვამია განცხადებაში.

 

"ნიუპოსტის" სტატია "დენსუსის" დასკვსნის შესახებ ამ ბმულზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42