შსს აცხადებს, რომ ბათუმში დაკარგული გოგონა არავის შეუნიშნავს
სამართალი - 17:13, 12 Aug, 2013     748

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია:

 

"დღეს სხვადასხვა მედია-საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში მოქალაქეებმა შენიშნეს გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ახალშენში უგზო-უკვლოდ დაკარგულ დარეჯან დიასამიძეს მიამსგავსეს, ამასთან დაკავშირებით მიმართეს საპატრულო პოლიციას, რაზეც, მათი თქმით, ეკიპაჟმა რეაგირება არ მოახდინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის საპატრულო პოლიციაში შეტყობინება არ შესულა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედია-საშუალებებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და დაკარგული გოგონას ოჯახის წევრები და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამოძიებასთან დაკავშირებით მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ყველა დანაყოფი, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

 

იმ შემთხვევაში, თუ დაკარგულ გოგონასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, დაკვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - "112" ან მიმართოთ პოლიციის ნებისმიერ განყოფილებას".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42