"დამატებითი ჰიდროენერგია აუცილებელია სვანეთის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - რაინჰოლდ მესნერი
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:12, 15 May, 2018     1218
ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა სვანეთში ვიზიტისას, სადაც „კავკასიის მთის ცენტრისთვის“ შერჩეული ტერიტორია დაათვალიერა.

“ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მთაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ, მიეცეთ შესაძლებლობა კვლავაც საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დარჩნენ. ასევე აუცილებელია ტურიზმის განვითარება, რათა ამ ხალხს სოფლის მეურნეობასთან ერთად შემოსავლის დამატებითი წყარო მიეცეს. ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ადამიანები დარჩნენ მთაში, ხოლო, თავის მხრივ, ტურიზმი ავითარებს ცხოვრებისთვის საჭირო ეკონომიკურ პირობებს. ჰიდროსადგურები (ჰიდროენერგია) ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვიყენებთ ელექტროენერგიას და დამატებითი ჰიდროენერგია აუცილებელია სვანეთის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს ენერგიის ყველაზე სუფთა წყაროა, რაც გვაქვს. ეს ჩემი პირადი, პოლიტიკური შეხედულებაა, ნავთობი და ბენზინი 20-30 წელიწადში წარმოუდგენლად ძვირი იქნება და თუ ჩვენ ჰიდროენერგიას არ გამოვიყენებთ, როგორ შევძლებთ გადარჩენას თანამედროვე მსოფლიოსა და ეკონომიკაში?!” - განაცხადა იტალიელმა მთასვლელმა.

ლეგენდარულმა იტალიელმა მთამსვლელმა საქართველოში, კერძოდ, მესტიაში მსოფლიოში „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნის გადაწყვეტილება გასულ წელს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ამჯერად ის სვანეთში „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. „კავკასიის მთის ცენტრი“, რომელიც სვანეთში აშენდება, მესნერის მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42