ცნობილი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდი "ღია საზოგადოება" (Open Society Foundation), ფინანსისტის სამშობლოში საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"შევეჯახეთ რა მზარდ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელიც კანონმდებლობაშიც აისახა, ფონდი თავის საქმიანობას წყეტს უნგრეთში და თავისი პერსონალი და ფინანსური ოპერაციები გადააქვს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში," - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ფონდი კვლავაც გააგრძელებს უნგრეთის მოქალაქეთა მხარდაჭერას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ხელოვნება, კულტურა, მედიის თავისუფლება, განათლება და ჯანდაცვა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ფონდის წარმომადგენლები იმ საკანონმდებლო პაკეტით სახელწოდებით - "სტოპ-სოროსი", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დამატებით შეზღუდვებს უწესებს.
აღსანიშნავია, რომ პროსუსული ორიეტაციის უნგრეთის პრემიერ-მინისტრვიქტორ ორბანს, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2010 წლიდან იმყოფება, უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად ნაციონალისტური პოზიცია უკავია და პირდაპირ ებრძვის ჯორჯ სოროსს.
შეგახსენებთ რომ სოროსის ფონდი არ ფუნქციონირებს ასევე რუსეთსა და ბელორუსში.
მასალის გამოყენების პირობები






