ბათუმში დაკარგულ გოგონას გამვლელი მიამსგავსეს: რატომ არ გავიდა პატრული გამოძახებაზე?
საზოგადოება - 14:34, 12 Aug, 2013     2334

 

როგორც დემეტრე თავდადებულის 119 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, გვიან ღამით, დაახლოებით 24.00 საათზე გოგონა დაინახეს, რომელიც წყალს სვამდა და ტელეფონზე საუბრობდა. მათივე თქმით, დაზუსტებით ვერ იტყვიან, გოგონა დარეჯან დიასამიძე იყო თუ არა, თუმცა მას ძალიან ჰგავდა:

 

"დავინახეთ ეს გოგო და დავურეკეთ პატრულს, მაგრამ არ მოვიდა. პატრულმა გვითხრა, გამომძიებელს ეკუთვნის ეს საქმეო. დავინახე მეზობლის სახლის წინ. იცით როგორ იყო? არ იყო ნორმალურ ჭკუაზე. წყალი ეჭირა ხელში და სვამდა, აბნეული იყო. ნამდვილად არ ვიცი, ის გოგო თუ იყო, გავდა იმ გოგოს. მეზობელი გამოელაპარაკა. თქვა, რომ 31 დეკემბრის ქუჩას ეძებდა. მეზობელმა ასწავლა ქუჩა და წავიდა იქეთკენ. მეტი არაფერი არ ვიცი, ჩვენ ველოდებოდით პოლიციელს", - აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

 

როგორც გოგონას დედა ლამზირა მახარაძე ამბობს, ვიდრე აჭარის პოლიციის უფროსს ვალერიან თელიას არ დაურეკეს, პოლიცია გამოძახებაზე არ მივიდა: "დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც გოგონას სატელეფონო საუბარს ისმენდა, მას უთხრა: "ტელეფონზე ლაპარაკობდა, რომ მე სახლში არ დავბრუნდები, დედა მყავს თურქეთში და უნდა გადავიპაროო". შეუმჩნევიათ აივნიდან, რომ გოგო ლაპარაკობდა ტელეფონზე. ჩაცმულობა არ ეთანხმება ჩემი შვილის ჩაცმულობას, მაგრამ შეიძლება გამოიცვალა. თმაც შეჭრილი აქვს. ჩავიდა, გაესაუბრა. ამხანაგს ველოდები, უნდა მომაკითხოს, მაგრამ ტელეფონი გათიშული აქვსო. გამოიძახეს პატრული, მაგრამ არ იყო პატრული საქმის კურსში. არ იცოდნენ, ვინ იყო დარეჯან დიასამიძე და რატომ იძებნებოდა. მთავრობა გვეუბნება, ვდგავართ ფეხზე და შენს შვილს ვეძებთო. ეს როგორი ძებნაა. დილით შევატყობინეთ პოლიციას, 3 საათი ველოდებოდით, მაგრამ სანამ ვალერი თელიას არ დავურეკეთ, არ მოვიდა პოლიცია", - ამბობს ლამზირა მახარაძე.

 

შეგახსენებთ, რომ დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან ნათესავის სახლიდან გავიდა და ამის შემდეგ შინ არ მისულა. მისი კვალი შუადღის სამ საათზე ბათუმში იკარგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42