როგორც ,,ნიუპოსტს“,,ცოტნე დადიანის დარბაზის“ თავმჯდომარემ კონსტანტინე კატავამ განუცხადა, დღეს ზუგდიდში ირიბებიან როგორც ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე თბილისიდან ჩამოსული სტუმრები, კონსტანტინე კატავას თქმით, ამ დღისთვის ზუგდიდში საგნგებოდ ჩამოვიდნენ სტუმრები ინგლისიდან.
,,12-ზე საათზე დაიწყო საზეიმო პარაკლისი ცოტნე დადიანის სახელზე, ამის შემდეგ დაიწყება მსვლელობა ქალაქის ცენტრში ბულვარის გაწვრივ, ეს იქნება მსვლელობა დროშებით, ეროვნული სამოსით, ცხენებით და ფაიტონით, მას უერთდებიან თბილისიდან ჩამოსული სტუმრები - ტარიელ ხარხელაური, მსახიობი გუჯა ბურდული, მომღერალი გელა დაიაური, ომარ ქუცნაშვილი, მარიამ ხარხელაური, პოეტი ერეკლე საღლიანი, თამუნა ალადაშვილი ანსამბლ ,,გორდელას“ სოლისტი, სტუმრები არიან საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული ასევე ინგლისიდან. ამის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არის გრიგოლ აბაშიძის რომანის ,,ცოტნე - ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლების“ საჯარო კითხვა, სადაც ზუგდიდის საზოგადოების წარმომადგენლები და თბილისისდან ჩამოსული სტუმრები წაიკითხავენ აღნიშნულ რომანს.
ამავე ღონისძიება შემოუერთდება ორგანიზაცია ,,ცოტნეიდელი“, რომლი თავმჯდომარეც არის ნუგზარ ნადარაია. შემდეგ უკვე 14:30 საათზე გაიმართება სამი ფოტო-გამოფენა: პირველი არის დადიანების, მეორე ზუგდიდელების და მესამე ფოტო-გამოფენა იქნება ზუგდიდის სტუმრების, ფოტოგამოფენის პარალელურად იქნება თექის და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა ზუგდიდის ,,არტ-გალერეაში“, სადაც ,,ცოტნე დადიანის“ დარბაზი მოაწერს მეგობრობის მემორანდუმს ხელს“, - განაცხადა კონსტანტინე კატავამ.
ღონისძიების დღის წესრიგის თანახმად, იმართება ცოტნეს თასის გათამაშება ფეხბურთში, ასევე ტარდება ჩემპიონატი ძიუდოში, კონსტანტინე კატავას თქმით, დასასრულ გაიმართება კონცერტი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში:
,,ზუგდიდის ფედერაციასთან ერთად ვატარებთ ფეხბურთში ცოტნეს თასის გათამაშებას. ამის შემდეგ უკვე ღია ცის ქვეშ ნიკოსეული სასახლის გვერდით გაიმართება შეჯიბრი ძიუდოში, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები, სიგელები, დიპლომები. ამის შემდეგ იმართება კონცერტი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში, აქ მონაწილეობენ ადგილობრივი ანსამბლები ,,ოდოია“, ,,ჩელა“, ასევე თბილისიდან ჩამოსული სტუმრები იმღერებენ, ლექსებეს წაიკითხავენ“, - განაცხადა ,,ცოტნე დადიანის დარბაზის“ თავმჯდომარემ და აქვე დასძინა, რომ ღონისძიების მხარდამჭერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მასალის გამოყენების პირობები






