12 მაისს მსოფლიო ექთნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კვალიფიციური ექთანი ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა.
საქართველოში ამ პროფესიით 14 000 ათასი ადამიანი მუშაობს. ჯანდაცვის მუშაკთა ამ რგოლის უფლება-მოვალეობები თანამედროვე მედიცინაში გაზრდილია და მათ საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის მკურნალობის სწორი მართვა.
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” მეორე წელია საზეიმო ვითარებაში აღნიშნავს ექთნის საერთაშორისო დღეს და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ევექსის 3200 ექთნისთვის ევგენი მიქელაძის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით დაუკრავს, კონცერტში ასევე მონაწილეობას იტალიიდან მოწვეული აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი მიიღებს.
ექთნის საერთაშორისო დღეს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ქსელში ყველაზე უხუცეს და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ექთნებს დააჯილდოვებს.
მასალის გამოყენების პირობები