ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა და ჩინურმა პორტმა ლიენიუნგანგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:33, 11 May, 2018     1601
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ აბრეშუმის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინური პორტის ლიენიუნგანგის და მულტინაციონალური კორპორაციის „კოსკო შიფინგ ლაინზის“ მენეჯმენტს უმასპინძლა და მათთან მოლაპარაკებები გამართა.

ამ წუთებში „კოსკო შიპინგ ლაინზის“ წარმომადგენლები ანაკლიაში იმყოფებიან, სადაც პორტის ტერიტორიას და შესრულებულ სამუშოებს დეტალურად ეცნობიან.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ლიენიუნგანგის პორტმა კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს

კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და ლიენიუნგანგის პორტის ჰოლდინგის პრეზიდენტმა ჭუ სიანგიანმა.

ლიენიუნგანგის პორტი აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარეობს და ის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრია. 2020 წლისთვის ლიენიუანგანის პორტში საკონტეინერო ტვირთნაკადის 120 მილიონ ტონამდე ზრდას ელიან.

„ანაკლია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონში ტვირთნაკადის გაზრდის მიმართულებით. პორტ ლიენიუნგანგისთვის იგი მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება და ჩვენ თანამშრომლობის დიდი სურვილით ჩამოვედით. გადავწყვიტეთ, ჩამოვაყალიბოთ ორივე მხარის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს პორტებს შორის სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებს. ლიენიუნგანგი ასევე აკვირდება ანაკლიაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარებას“, - განაცხადა შეხვედრაზე ლიენიუნგანგის პორტის პრეზიდენტმა ჭუ სიანგიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პროექტის დეტალები გააცნო და მოლაპარაკებები გამართა „კოსკო შიფინგ ლაინზის“ მენეჯმენტის ჯგუფთანაც, რომელსაც კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მასპინძლობს. „კოსკო შიფინგ ლაინზი“, რომლის სათავო ოფისიც შანხაიში მდებარეობს, საკონტეინერო გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე სპეციალიზდება. „კოსკო შიფინგ ლაინზი“, რომლის სათავო ოფისიც შანხაიში მდებარეობს, საკონტეინერო გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე სპეციალიზდება. 2017 წელს კომპანიის სერვისებმა 355 მარშრუტი და 267 პორტი მოიცვა და მისი გამტარუნარიანობა 1 800 000 TEU-ს შეადგენდა.

საქართველოში ვიზიტით მყოფ დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც უმასპინძლა და ქვეყნის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პოტენციალი დეტალურად გააცნო. შეხვედრაზე მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მინიშვნელობას შუა დერეფნის განვითარებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42