104 წლის მეცნიერმა ევთანაზიის მეშვეობით სიცოცხლე ბეთჰოვენის ფონზე დაასრულა
ეს საინტერესოა - 17:13, 11 May, 2018     3162
104 წლის ავსტრალიელმა მეცნიერმა დევიდ გუდოლმა ევთანაზიის მეშვეობით სიცოცხლე დაასრულა.


დევიდი 20 წელია, რაც ევთანაზიის მომხრე ჯგუფის Exit International-ის წევრია.

10 მაისს მან შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, კლინიკაში ბეთჰოვენის ფონზე ევთანაზიით დაასრულა სიცოცხლე. შვეიცარიაში ევთანაზია დაშვებულია.

ევთანაზიამდე მეცნიერმა BBC-ის მისცა ინტერვიუ და განაცხადა, რომ ძალიან დაიღალა, დაუძლურდა და დროა, სიცოცხლეს დაემშვიდობოს.

ევთანაზია სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკაა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ევთანასია უკანონო ქმედებაა. ევთანასია სადავო საკითხია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მრავალი განსხვავებული მორალური დილემაა ასოცირებული, არამედ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეც. რადიკალურად განსხვავებული პოზიციების პირობებში, ევთანასიის მომხრეთა აზრით ევთანასია, ანუ ექიმის დახმარებით გარდაცვალება, ან ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება არის სიკვდილის თანამგრძნობი მეთოდი. ევთანასიის ოპონენტთათვის ეს მეთოდი მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა. ევთანასიის განხორციელების სხვადასხვა მეთოდები არსებობს და შესაბამისად არსებობს სხვადასხვა ტერმინოლოგიებიც. ევთანასია წარმოადგენს პიროვნების განზრახ მოკვდინებას ამ პიროვნებისვე სასარგებლოდ.

უმეტეს შემთხვევებში ევთანასია იმიტომ ტარდება, რომ გარდაცვალების პირას მყოფი პიროვნება ამას ითხოვს, მაგრამ არსებობს ევთანასიის განსხვავებული სახეებიც, როდესაც პიროვნებას ასეთი თხოვნის განხორციელება არ შეუძლია. პიროვნება, რომელსაც ევთანასია უტარდება როგორც წესი განუკურნებელი ავადმყოფობით არის დაავადებული, მაგრამ არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები ევთანასიას ითხოვენ. ევთანასიის განხორციელება შესაძლებელია როგორც ქმედებით (ლეტალური ინექცია) ასევე უმოქმედობით (მაგალითად საკვები მილის გაუმართაობა).

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევთანასია აკრძალულია და დასჯადია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42