"ეროვნული ფრონტი": მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამშობლოს ღალატის მუხლით
საზოგადოება - 22:26, 11 Aug, 2013     980

 

"ეროვნული ფრონტის" განცხადებაში ნათქვამია:

 

"ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ 12 აგვისტო ეს არის საქართველოს დიდების დღე, როცა დავით მეოთხე აღმაშენებელმა დიდგორის ველზე დაამარცხა მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი. ეს დღე არის უდიდესი ეროვნული გამარჯვების და სიმამაცის სიმბოლო საქართველოს ისტორიაში. მიხეილ სააკაშვილმა კი ამ დღეს ხელი მოაწერა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო შეთანხმებას. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი ე.წ. მედვედევ-სარკოზის შეთანხმებით დასრულდა.

 

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტი შეიცავს საქართველოს სახელმწიფოსთვის წამგებიან და მიუღებელ, ანტიკონსტიტუციურ პუნქტებს. დოკუმენტის ხელმოწერით, მიხეილ სააკაშვილმა აიღო ვალდებულება გამოეყვანა ჯარები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან (ცხინვალის რეგიონიდან) და უარი თქვა ამ რეგიონების დასაბრუნებლად ძალის გამოყენებაზე. ამავე დროს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მიეცათ დაბრუნებოდნენ ომამდელ პოზიციებს. ომამდე კი რუსული ქვედანაყოფები სამშვიდობო ძალების ნიღაბქვეშ, 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულების შესაბამისად, იდგნენ ცხინვალსა და მის მიმდებარე ზონებში.

 

მიხეილ სააკაშვილს აზრადაც არ მოსვლია გაეუქმებინა 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება და რუსული ქვედანაყოფებისთვის მოეხსნა სამშვიდობო ძალების სტატუსი. უფრო მეტიც, აღნიშნული დოკუმენტით, სააკაშვილი დათანხმდა რუსეთის საოკუპაციო ძალების დარჩენას ოკუპირებულ ზონებში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებამდე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას არასოდეს დაუშვებენ აფხაზი და ოსი სეპარატისტები. შესაბამისად, რუსეთი ყოველთვის გაიმართლებს თავს ოკუპირებულ რეგიონებში დასარჩენად. განსაკუთრებით საყურადღებოა 2008 წლის 8 სექტემბრის 3 პუნქტიანი დამატება. კერძოდ, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) დამოუკიდებლობა. სწორედ ამ აღიარების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპანტ ქვეყანასთან გააფორმა მორიგი კაპიტულანტური შეთანხმება, რომელიც საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩამოცილების მექანიზმებს შეიცავს.

 

კერძოდ: 8 სექტემბრის სამ პუნქტიან დამატებაში რუსეთის საოკუპაციო ძალები მოხსენიებულია, როგორც სამშვიდობო ძალები, საუბარია აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) წინააღმდეგ ძალის არგამოყენების გარანტიებზე. დოკუმენტში ნახსენებია აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) მიმდებარე ზონები, როგორც ერთგვარი ბუფერულ ზონები ოკუპირებულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემობა, რომ 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის დოკუმენტებში ცხინვალის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სამხრეთ ოსეთი. დიახ, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც სიტყვით თითქოს საბჭოთა კაშირის და სტალინის მემკვიდრეობას ებროძდნენ, სინამდვილეში მათი საქმეების გამგრძელებლებად იქცნენ და აღადგინეს 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ოლქი. მეტიც, ამ ოლქს აუმაღლეს სტატუსი და პრეზიდენტიც კი დაუნიშნეს, ხოლო ცხინვალის რეგიონში ოსური ენა რეგიონალურ ენად გამოაცხადეს.

 

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, "ეროვნული ფრონტი" აცხადებს, რომ 12 აგვისტოს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების და 8 სექტემბრის 3 პუნქტიანი დამატების ხელმოწერით მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ჩაიდინა სახელმწიფო დანაშაული და ის უნდა გასამართლდეს სამშობლოს ღალატის მუხლით".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42