დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის მსხვილი პორტისა და გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:48, 11 May, 2018     1603

პირველმა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ლიენიუნგანგის პორტისა და მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავის „კოსკო შიფინგის“ წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მონაწილეობაზე „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის პროცესში. აღინიშნა ის დიდი ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს აღნიშნული გლობალური ინიციატივის ფარგლებში ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკონოგზის მოდერნიზების პროექტი, რომელიც არსებული ტვირთბრუნვის გასამმაგების შესაძლებლობას იძლევა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადასასვლელი და სხვ.

შეხვედრაზე ჩინურმა მხარის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს მათი კომპანიების გეგმებზე საქართველოში, ერთობლივ პროექტებზე, რომელთა მიზანსაც ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის ზრდა წარმოადგენს.

აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რომელიც აღნიშნულ დერეფანში მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას ევროპასა და აზიას შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42