"ბედნიერების ჰორმონი" თუ ნარკოდამოკიდებულება - მეცნიერებმა ძირითადი განსხვავება იპოვეს
ჯანმრთელობა - 11:57, 23 Aug, 2019     5457
ბიოლოგებმა დაადგინეს, თუ რა განსხვავებაა ადამიანის ტვინის უჯრედებზე ჰეროინისა ან სხვა ოპიატების მოლეკულებისა და ე.წ. "ბედნიერების ჰორმონის" ზემოქმედებას შორის. ამის მიხედვით, მეცნიერებს შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ იწვევს პირველი მათგანი დამოკიდებულებას, ხოლო მეორე არა. მასალა ამის შესახებ ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა.

ოპიუმის შემცველი ნივთიერებები სტრუქტურულად მსგავსია ენდოფრინის (ბუნებრივი ჰორმონი, რომელიც ადამიანის ტვინში "სიამოვნების ცენტრის" მუშაობაზეა პასუხისმგებელი) მოლეკულებისა. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ოპიატები ზემოქმედებენ იმავე ნეირონებზე, რაზეც ენდოფრინები და იწვევენ სიამოვნების მძლავრ შეგრძნებას.

ეს მსგავსება და ერთნაირი ზემოქმედება დღემდე ნარკოლოგებს ისეთი ვაქცინის შექმნაში უშლიდა ხელს, რომელიც ორგანიზმს ნარკოტიკების მოლეკულებისადმი იმუნიტეტის გამომუშავებაში დაეხმარებოდა. ამავე მიზეზით ვერ შეიქმნა წამალი, რომელიც ნარკოტიკის ნეირონებზე ზემოქმედებას დაბლოკავდა. დღეს არსებული პრეპარატები, რომლებიც ოპიოდურ რეცეპტორებს ბლოკავენ, სხვა უარყოფით გვერდით ეფექტებს იწვევენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ნარკოლოგებმა გასცეს პასუხი კითხვას, თუ რატომ არ იწვევენ ენდოფრინები ადამიანის მათზე დამოკიდებულებას, ან ე.წ. "ლომკას". მათ შექმნეს მანათობელი ცილოვანი მოლეკულა, ერთგვარი ბიოსენსორი, რომლის მეშვეობითაც ისინი დააკვირდნენ, რა ხდება ნერვულ უჯრედში მასზე ოპიუმისა და ენდოფრინის ზემოქმედების დროს.

როგორც გაირკვა, ენდოფრინები და ოპიატები ნერვულ უჯრედში სხვადასხვა რეაქციებს იწვევენ, მიუხედავად იმისა, რომ უჯრედის ზედაპირზე ისინი ერთნაირად ზემოქმედებენ. კერძოდ, ოპიატები ზემოქმედებენ ე.წ. "გოლჯის აპარატზე" ე.წ. "ცილების ფაბრიკაზე", მაშინ, როდესაც ენდოფრინები ამას არ აკეთებენ. საინტერესოა ისიც, რომ "ცილების ფაბრიკა" და შესაბამისად ორგანიზმიც ოპიატებზე მომენტალურად, 10 წამში რეაგირებს, როდესაც ბედნიერების ჰორმონს ამისთვის რამდენიმე წუთი სჭირდება. სწორედ მომენტალური რეაგირება იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას ნარკოტიკზე.

სწორედ შიდაუჯრედული სწრაფი ზემოქმედებაა მიზეზი ნარკოტიკის მიღების დროს მეტი მძაფრი შეგრძნების წარმოშობისა ადამიანში, ვიდრე ცხოვრებაში მომხდარი სასიამოვნო მოვლენა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ენდოფრინების - "ბედნიერების ჰორმონის" მოლეკულების, მთელი ნაკადი წარმოიშობა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42