"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სტუდენტები რომლებიც ამთავრებენ უნივერსიტეტს დროის არ არსებობის გამო არ აქვთ საშუალება დაეუფლონ მათთვის სასურველ სხვა სპეციალობებს, ბაკალავრის დონეზე. მოგეხსენებათ დღეისათვის არ არსებობს უმაღლესი სასწავლებლების დაუსწრებელი ფაკულტეტები, რაც იმთავითვე პრობლემებს უქმნის ბაკალავრ დამთავრებულ სტუდენტებს, რომ გააგრძელონ მათთვის სასურველ სხვა სპეციალობაზე სწავლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების დონის ზრდა, ამიტომ ვფიქრობთ რომ ჩვენი ინიციატივა მათთვის საინტერესო და მისაღები უნდა იყოს.
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვთავაზობთ შემდეგ ძირითად კონცეფციებს:
1. უმაღლეს სასწავლებლებში დაუსწრებელ ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცეს იმ სტუდენტს რომელიც უკვე დაუფლებულია უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის დონეს.
2. მსურველს სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით.
3. უმაღლესი სასწავლებლების დაუსწრებელ ფაკულტეტებზე განათლების დონე პერიოდულად უნდა შემოწმდეს, რადგან სწავლების ხარისხი შეესაბამებოდეს ბაკალავრის დონეს.
4. უმაღლესი სასწავლებლის დაუსწრებელ ფაკულტეტებში არ უნდა შედიოდეს ისეთი სპეციალობები რომელთა ათვისაბაც შეუძლებელია დაუსწრებლად.
5. უმაღლესი სასწავლებლის დაუსწრებელ ფაკულტეტებზე წინასწარ განისაზღვროს სასწავლო-საგამოცდო გრაფიკი.
6. უმაღლესი სასწავლებლის დაუსწრებელ ფაკულტეტებზე სწავლების დასრულებამდე სტუდენტი უნდა განთავისუფლდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან.
7. უმაღლესი სასწავლებლის დაუსწრებელი ფაკულტეტის სწავლების დასრულების შემდგომ სტუდენტს მიეცეს ბაკალავრის დიპლომი მითითებით დაუსწრებელი ფაკულტეტის სპეციალობით.
კონცეფცია რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვთავაზობთ შესაძლებელია დაკორექტირდეს, დაიხვეწოს და განხორციელდეს." - განაცხადეს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ და ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჯაბა ალთუნაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






