„არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის შემცირება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას შეამცირებს. ჩვენ მოგვწონს ის, რაც ზრდის ბაზარზე კონკურენრენტუნარიანობის ხარისხს და ის, რაც ზრდის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას. მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ონლაინსესხები გაქრა. ეს ნამდვილად არაა ასე. შეიძლება, შემცირება ფიქსირდება, მაგრამ ისინი არ გამქრალან ბაზრიდან. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული რეგულაცია მიკროსაფინანსოების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მე ვფიქრობ, რომ მიკროსაფინანსოების საქმიანობა არის აუცილებელი. ისინი წარმოადგენენ ბიზნესის დაფინანსების გარკვეულ ხიდს. რაც შეეხება თამაშის წესებს, ის უნდა იყოს საერთო. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ სამწუხაროდ, ასიმეტრიული რეგულაციები იყო ფინანსურ სექტორში. საბანკო სექტორს სხვა რეგულაცია ჰქონდა, არასაბანკოს სხვა, ონლაინებს კიდევ განსხვავებული რეჟიმი, რამაც ხელი შეუწყო იმ პრობლემას, რაზეც ჩვენ ვსაუბრიბთ, ანუ ჭარბვალიანობის თემას. ვინც არის კონკურენტუნარიანი და შეუძლია ბაზარს მიაწოდოს კონკურენტუნარიანი პროდუქტი, გარწმუნებთ, რომ ის ბაზარზე იქნება. ხოლო ვინც დაკავებულია სპეკულატიური საქმიანობით, მას თავისი მუშაობის სპექტრი შეეზღუდება.“- განაცხადა ბახტაძემ.
აღნიშნული განცხადება, ბახტაძემ თბილისში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით მოწყობილ კონფერენციაზე „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში“ გააკეთა
მასალის გამოყენების პირობები






