„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს საქართველოში სიღარიბის დამარცხებაში, ხოლო დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მას ალტერნატივა არ გააჩნია. კომერციული ბანკების მეშვეობით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაზრდა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ტიპის დაფინანსების მექანიზმებზე.
ვფიქრობთ, დაფინანსების წყარო უნდა იყოს რამდენიმე და ამის საშუალებით, ორჯერ და სამჯერ უნდა გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ისე, რომ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. ეს ინკლუზიური ზრდის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
აღნიშნული განცხადება, ბახტაძემ თბილისში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით მოწყობილ კონფერენციაზე „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში“ გააკეთა
მასალის გამოყენების პირობები






