ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი და კანადელი მომღერალი აბელ ფესტაინი იგივე The Weeknd-ი შერიგდნენ. 21 წლის მოდელი და 28 წლის მომღერალი კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ წვეულებაზე კოცნისას დააფიქსირეს.
როგორც ტაბლოიდები იტყობინებიან, მართალია ისინი წვეულებაზე ცალ-ცალკე მივიდნენ, თუმცა მთელი საღამო რომანტიულ გარემოში გაატარეს და წვეულებაც ერთად დატოვეს. მათი ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.







ბელა ჰადიდი და ვიქენდი ერთმანეთს 18 თვიანი ურთიერთობის შემდეგ 2016 წლის ნოემბერის დასაწყისში დაშორდნენ.
დაშორებიდან მალევე , 2017 წლის იანვარში The Weeknd-ისა და სელენა გომეზის რომანის შესახებ გახდა ცნობილი. 10-თვიანი რომანის შემდეგ კი 2017 წლის ოქტომბერში ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ სელენა ყოფილ შეყვარებულს ჯასტინ ბიბერს შეურიგდა, რომელსაც მალევე დაშორდა.
მედიაში იწერებოდა, რომ The Weeknd-ის შეურიგდა ყოფილ შეყვარებულს ბელა ჰადიდს, რაც პაპარაცებმა აღნიშნული ფოტოებით დაადასტურეს.
მასალის გამოყენების პირობები






