საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მაისში 61.4%-ით გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:24, 11 May, 2018     1204

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიმდინარე წლის 9 მაისის მდგომარეობით, 63 715 ათასი კვტ. სთ. შეადგინა. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, ეს მონაცემები კიდევ გაიზარდოს და საქართველო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს.

„თურქეთთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობისკენ მივდივართ, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს ბაზრების ინტეგრირება“, - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა დღეის მდგომარეობით 61.4%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს. ამჟამად თურქეთის მიმართულებით 324 მეგავატის მიწოდება ხდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 166 მგვტ. შეადგინა, 2016 წელს კი 99 მგვტ-ი. სულ, მიმდინარე წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 125 021 ათასი კვტ. სთ, რაც 208,5 %-ით აღემატება 2017 წლის რაოდენობას.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მატება განპირობებულია თურქეთის რესპუბლიკაში გაცემული ენერგიის რაოდენობის ზრდით, რამაც მიმდინარე წელს 50 261 ათასი კვტ.სთ. შეადგინა.

ამასთან, მაისში დაგეგმილია 238 195 ათასი კვტ. სთ. ელექტროენერგიის გაცემა, რაც 19,6%-ით აღემატება გასული წლის რაოდენობას (199 181 კვტ.სთ).

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ექსპორტის მოცულობის მატება საქართველოს თურქულ მხარესთან ინტენსიური მუშაობის შედეგია, ამ საკითხზე ორმხრივ ფორმატში შეხვედრები თებერვალსა და აპრილში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42