ხელოვან ადამიანებში შიზოფრენიის რისკი 90%-ით მეტია
ეს საინტერესოა - 17:06, 10 May, 2018     2045

არისტოტელეს ორი ათას წელზე მეტი ხნის წინ უთქვამს, რომ არ არსებობს გენიოსი სიგიჟის მარცვლის გარეშე. პლატონი ამას ღვთაებრივ სიგიჟესაც კი უწოდებდა. დღესაც ბევრისგან გაიგებთ, რომ კაცობრიობის მთელი ისტორია სწორედ ამ სიტყვების დადასტურებაა და თვალსაჩინოებისთვის ისეთ სახელებსაც ჩამოთვლიან, როგორიცაა მიქელანჯელო, ბეთჰოვენი, ვან გოგი, ედგარ ალან პო, ალბერტ აინშტაინი, სალვადორ დალი და მრავალი სხვა. მაგრამ, რამდენად დასტურდება ეს შეხედულება თანამედროვე კვლევებით?

დღეს აპრილის ბოლოს გამოსულ ერთ ახალ ნაშრომზე ვისაუბრებთ, რომელიც “ფსიქიატრიის ბრიტანულ ჟურნალში” გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, მდიდარი წარმოსახვის მქონე, შემოქმედებით (ე.წ. კრეატიულ) ადამიანებში შიზოფრენიის დიაგნოზის შანსი დაახლოებით 90 პროცენტით მეტია.

კვლევა აჩვენებს, რომ მდიდარი წარმოსახვის ადამიანს საავადმყოფოში ბიპოლარული აფექტური აშლილობით მოხვედრის შანსი 62 პროცენტით მეტი აქვს, დეპრესიით - 39 პროცენტით მეტს. ლონდონის კინგსის კოლეჯის კვლევის მიხედვით, ამ დაავადებების განვითარების რისკი უმეტესად იმ ადამიანებში იკვეთება, ვისაც უმაღლესი განათლების დიპლომი ხელოვნების რომელიმე დარგში აქვს აღებული.

ახალმა კვლევამ შვედეთის მთელი მოსახლეობის, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანის და ისლანდიიდან 86 ათასი ადამიანის მონაცემები შეისწავლა. ისლანდიელებს შორისაც შიზოფრენიასთან და ბიპოლარულ აშლილობასთან ისეთი ადამიანების გენეტიკური კავშირი გამოიკვეთა, რომლებიც პროფესიით უმეტესად მხატვრები, ან მუსიკოსები არიან.

კვლევის მიხედვით, ხელოვან, ან ხელოვნებისკენ მიდრეკილ, თუნდაც სხვა დარგის სპეციალისტებს შორის, ემოციური არასტაბილურობა გაცილებით უფრო მეტად შეინიშნება და შესაძლოა ეს იყოს სხვადასხვა რისკის ზრდის მიზეზი. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია ხდება მაშინ, როცა ადამიანები საშუალოდ 34-36 წლის ასაკის არიან.

ამ თემაზე მანამდე ჩატარებულ 30-მდე კვლევაში, რომელთა დიდი ნაწილი 21-ე საუკუნეშია გამოქვეყნებული, მეცნიერები დაახლოებით იგივე დასკვნებამდე მივიდნენ. თუმცა, ახალი კვლევა გაცილებით მასშტაბურია და ამ მიმართულებით უფრო სერიოზულ განაცხადს აკეთებს.

ნაშრომის კრიტიკოსებს პრეტენზიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად განმარტავენ ავტორები მდიდარი წარმოსახვის ქონას და რამდენად სწორად აჯგუფებენ ამ ტიპის ადამიანებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, შერლი კარსონმა ბრიტანულ გამოცემა “დეილი მეილს” უთხრა, რომ განმარტება იდეალური ვერ იქნება, რადგან ხელოვნებისადმი მიდრეკილ ყველა ადამიანს არ აქვს მუსიკოსის, ან მხატვრის დიპლომი და ისინი შეიძლება სულ სხვა სფეროში მოღვაწეობდნენ.

რაც შეეხება პროფესიით მხატვრებს და მუსიკოსებს, კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორს ჯერემი ჰოლს მათ ურჩევს, არ ინერვიულონ. ის ამბობს, რომ ხელოვნების მუშაკებს ურჩევდა იმას, რასაც ყველა სხვას, ვისაც ფსიქიკური აშლილობის შიში აქვს: „არ მოწიოთ მარიხუანა და ეცადეთ ჯანსაღი წესით იცხოვროთ”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, შიზოფრენია მძიმე ფსიქოზური აშლილობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 21 მილიონ ადამიანს აქვს. ის გარშემო არსებული რეალობის, თუ საკუთარი თავის ადეკვატურად აღქმაზე მოქმედებს და ხშირად ხასიათდება ვიზუალური და/ან ხმოვანი ჰალუცინაციებით. დაავადება უმეტესად ვლინდება ორგანიზმის ზრდის და ჩამოყალიბების გვიან ფაზაზე, ან ზრდასრულ ადამიანში.

დღეს შიზოფრენიის მკურნალობის ბევრი ეფექტური საშუალება არსებობს და დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ შანსი იყონ პროდუქტიულები და საზოგადოებაში ინტეგრირებულები. ოღონდ, ამისთვის უმჯობესია, რომ მათი მოვლა სტიგმატიზაციის გარეშე, ოჯახის და გარშემომყოფების, მთელი თემის ჩართულობით და ხელშეწყობით მოხდეს - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე.

ახალი კვლევის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ სამეცნიერო გამოცემაში “ფსიქიატრიის ბრიტანული ჟურნალი”. ლონდონის კინგსის კოლეჯის მეცნიერთა ნაშრომი 2018 წლის 26 აპრილს გამოქვეყნდა.


მაია ქვარცხავა


ამერიკის ხმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42