რუსი რეჟისორი, რომლის ფილმიც კანის კინოფესტივალში მონაწილეობს, პუტინს შინაპატიმრობაში ჰყავს (ფოტოები)
მსოფლიო - 16:47, 10 May, 2018     2454
კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართული რუსული ფილმის „ზაფხულის“ რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი ფესტივალს ვერ ესწრება, ის რუსეთში შინაპატიმრობაშია. ფილმი ძირითადად რუსი მომღერლის, ვიქტორ ცოის შესახებ მოგვითხრობს.

რუს რეჟისორს, კირილ სერებრენიკოვს მოსკოვის სასამართლომ გაფლანგვის ბრალდებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა გასული წლის აგვისტოში მიუსაჯა. გადაწყვეტილებას ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად და განსხვავებული აზრის ჩახშობად მიიჩნევს.

სერებრენიკოვი რუსეთის მთავრობას აკრიტიკებდა ყირიმის ამბების გამო. მხარდაჭერას უცხადებს რუსულ ლგბტ თემს. სერებრენიკოვის შემოქმედება და მისი მოქალაქეობრივი პოზიცია მიუღებელია, როგორც კრემლისთვის ასევე განსაკუთრებულად აშფოთებს რუსული ეკლესიასაც. რეჟისორის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, რომელიც რუდოლფ ნურიევის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავდა, ცენზურამ დაბლოკა. ერთ-ერთი ვერსიით, სერებრენიკოვს თვით ვლადიმირ პუტინის სულიერი მოძღვარი დაუპირისპირდა.

ოფიციალურად სერებრენიკოვს სპექტაკლის დადგმისთვის გამოყოფილი თანხის გაფლანგვა- მითვისება ედება ბრალად. სერებრენიკოვი ბრალს არ აღიარებს.

სერებრენიკოვს მხარდაჭერას უცხადებენ მსოფლიო ვარსკვლავები და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ფესტივალის დირექტორის ტიერი ფრემოს თქმით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი რუსეთთან შეთანხმების მიღწევას ცდილობდა, ოფიციალურ თუ სამთავრობო დონეზე, რომ სერებრენიკოვი საფრანგეთში პრემიერისთვის ერთი დღით მაინც გაეშვათ, თუმცა რუსეთიდან პასუხი მიიღეს, რომ რუსეთში სასამართლო დამოუკიდებელი უწყებაა და მთავრობას არ აქვს უფლება გადაწყვეტილებაში ჩაერიოს, ან რაიმე შეცვალოს.

ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა სერებრენიკოვს მხარდაჭერა კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზეც გამოუცხადა, მათ გულზე სერებრენიკოვის სურათი ჰქონდათ დამაგრებული და ხელში კი ტრანსპარანტი დაიჭირეს, რომელზეც რეჟისორის სახელი და გვარი იყო დაწერილი.

სერებრენიკოვის ფილმში 'ზაფხული" ვიკტორ ცოის როლს კორეული წარმოშობის გერმანელი მსახიობი თეო იო ასრულებს, ასევე ფილმში მონაწილეობენ ირინა სტარსენბაუმი და პოპულარული რუსული პოპ-როკ ჯგუფის „ზვერის“ სოლისტი რომან ბილიკი, ფილმში მონაწილეობას იღებს ლია ახეჯაკოვაც.


კადრი ფილმიდან "ზაფხული"








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42