ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“ წევრი გახდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:17, 10 May, 2018     1419
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“, იგივე „ტრანსკასპიური საეთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR)“ ასოცირებული წევრი ორგანიზაცია გახდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბაქოში TITR-ის სხდომაზე მიიღეს.

ასოციაციაში ანაკლიის პორტის გაწევრიანებას კენჭისყრაზე საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტი“ აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშეებს აერთიანებს. მისი წევრები არიან წამყვანი საზღვაო და სატრანსპორტო კომპანიები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან. გაერთიანება მიზნად ისახავს შუა დერეფნის პოპულარიზაციას, აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის პროცედურების დაჩქარება-გამარტივებას და სპეციალური შეღავათიანი ტარიფების შემუშვებას. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი კონკურენციას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტებს უწევს. ორგანიზაციის მხარეები თანხმდებიან, რომ ანაკლიის პორტის პოპულარიზაცია რეგიონის ყველა მოთამაშისათვის მნიშვნელოვანი ამოცანაა და დერეფნის განვითარებისთვის ძირეულია მიმდინარე მსხვილი ინიფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით დასრულება.

“შუა დერეფნის წევრებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ იგრძნობოდა მხარდაჭერა და დიდი მოლოდინი, რომელიც ახალი პორტის მიმართ ჩვენს პარტნიორებს აქვთ. საქართველო „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა ჩვენს ქვეყანაში შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის აუცილებელი პირობაა. ანაკლიის პორტს მიმართ ინტერესი საგრძნობლად მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ ოპერირებს და მშენებლობის ადრეულ ეტაპზეა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

TITR-ის სხდომა ბაქოში მიმდინარე სერთაშორისო საპორტო კონფერენციის პარალელურად გაიმართა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და „ანაკლია სითი“ ბაქოში მიმდინარე „პორტებისა და ნავსადგურების საერთაშორისო გაერთიანების (IAPH)” კონფერენციის მონაწილეები არიან, სადაც შეხვედრებს მართავენ საზღვაო და სატრანსპორტო სექტორის წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.

ანაკლიის პორტით „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წარმომადგენლები 2018 წლის იანვარში დაინტერესდნენ. TITR-ში გაწევრიანებასთან ერთად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ უკვე თანამშრომლობს შუა დერეფნის სტრატეგიულ პორტებთან, როგორებიც არიან კურიკი (ყაზახეთი), აქტაუ (ყაზახეთი), ხორგოსი (ყაზახეთი-ჩინეთი), ბაქოს პორტი (აზერბაიჯანი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42