თიბისი ბანკმა მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:00, 10 May, 2018     1618
თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში გრძელდება და კახეთიდან უკვე შიდა ქართლში, განსხვავებული თემატიკით ინაცვლებს.

ამჯერად, ფორუმი გორში გაიმართა. დამწყებ ფერმერებს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თევზის მოვლა-მოშენების შესახებ უახლეს ინფორმაციას გასცნობოდნენ და მათთვის საინტერსო კითხვებზე დარგის ექსპერტებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სამმართველოს უფროსი, არჩილ ფარცვანია და თიბისი ბანკის აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი, შოთა გონგლაძე უძღვებოდნენ.

„ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონი მოვიცვათ და ფერმერებს შესაძლებლობა მივცეთ, ეფექტურად მართონ თავიანთი მეურნეობა. დარგის სპეციალისტები, რომლებიც შეხვედრებს უძღვებიან, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს უახლეს ინფორმაციას აწვდიან და საქმიანობიდან გამომდინარე პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევენ, რაც ვფიქრობ, ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა,“ - ამბობს თიბისი ბანკის აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი, შოთა გონგლაძე.

გორის შემდეგ თიბისი ბანკის აგროფორუმები უკვე საქართველოს სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს. ფორუმებზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრების თემატიკა კი რეგიონების შესაბამისად შეიცვლება.

თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითრების მხარდასაჭერად უკვე წლებია არაერთ პროექტს ახორციელებს. ეს მხარდაჭერა მოიცავს ფერმერებისთვის როგორც აგროპროდუქტების შეთავაზებას, ისე ტრენინგებსა და კონსულტაციებს, რაც მათთვის რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42