მათი უთანხმოების შესახებ ცნობილი 2015 წელს, ტეილორის სიმღერით Bad Blood-ით გახდა. მისი თქმით, სიმღერის ინსპირაცია ერთ-ერთი მომღერალი ქალი იყო, რომელმაც მისი ერთ-ერთი ტურნეს დროს მოცეკვავეების გადაბირება სცადა და ამით თითქმის მთელი კონცერტი ჩაუშალა. ტეილორს მისი ვინაობა არ დაუსახელებია.
ქეითი ფერიმ კი გასულ წელს ჯეიმს კორდონის შოუში აღიარა, რომ ტეილორი სიმღერაში, სწორედ მას გულისხმობდა. ქეითის თქმით, მას მართლაც სურდა ტეილორის რამდენიმე მოცეკვავის გადაბირება, თუმცა მოგვიანებით ყველაფერის ახსნა სცადა, მაგრამ ტეილორმა მის ზარებს არ უპასუხა. პერის თქმით, ტეილორი უყვარს და პატიებას სთხოვს.
საქმე იმაშია, რომ ტეილორმა თავისი ტურნე დაიწყო და პირველივე დღე შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისთვის. ქეითიმ ტეილორს ზეთისხილის რტო და წერილი დაუგზავნა, რომელშიც ბოდიშს იხდის. ამის შესახებ ტეილორის ინსტრასთორით გახდა ცნობილი.
„გასახდელში ეს ზეთისხილის რტო ვიპოვე. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს" - ამბობს ტეილორი ვიდეოში, რომელსაც წარწერა აქვს "მადლობა, ქეითი.”
ბულვარულმა ტაბლოიდებმა მაშინვე დაიწყეს წერილის გაშიფვრა და რამდენიმე წინადადების ამოკითხვა მოახერხეს კიდეც.
"გამარჯობა ძველო მეგობარო. ვიხსენებდი იმ რთულ პერიოდს, როცა ჩვენ შორის კომუნიკაცია აღარ იყო . ძალიან მსურს, ამ სიტუაციის გამოსწორება. მე მართლა ძალიან ვწუხვარ" - წერია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები






