ტრასაზე შეგინებისთვის დაკავებული გაათავისუფლეს, როგორც კი მასზე ინფორმაცია გავრცელდა
საზოგადოება - 17:13, 11 Aug, 2013     3105

მცირე ხანში "ნიუპოსტის" მიერ ექსკლუზიური ინფორმაციის გავრცელებიდან, სადაც აღწერილი იყო სოციალურად აქტიური, მოქმედი ხელისუფლების ოპონენტი ინტერნეტმომხმარებლის დაკავების დეტალები, სენაკის საპატრულო პოლიციაში მისულმა პოლიციის უცნობმა მაღალჩინოსნებმა თემურ ზარანდიას ხელწერილის დაწერა შესთავაზეს, რომ ხვალ სასამართლო პროცესზე გამოცხადდება და წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

თემურ ზარანდია ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით საკუთარი, "მაზდას" მარკის ავტომანქანით ცოლ-შვილთან ერთად მგზავრობდა, როცა სენაკთან, ტრასაზე საპატრულო პოლიციამ არასწორი გასწრების გამო დააჯარიმა, ხოლო ქვითრის ჩაბარებისა და მას შემდეგ, რაც, თემურ ზარანდიას განცხადებით, უმისამართოდ შეიგინა, ხელბორკილები დაადეს და "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ბილწსიტყვაობის" ბრალდებით დააკავეს.

 

თემურ ზარანდიამ ექსკლუზიურად "ნიუპოსტს" ისიც აცნობა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა, რადგან ის სასამართლო დარბაზში არ შეუშვეს, "შეუფერებელ ფორმაში" ყოფნის გამო (მას მოკლე შარვალი ე.წ. "შორტი" ეცვა და ბარგი თბილისში უნდა აეღო), რის შემდეგაც წინასწარი დაკავების საკანში გადაყვანას უპირებდნენ, თუმცა, მოგვიანებით გაათავისუფლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42