მომხმარებლები აქტიურად წერენ, თუ რა სახის ჯარიმები მიუღიათ და რას თვლიან უსამართლოდ. განსაკუთრებული პროტესტი მოქალაქეებს, შუქნიშნებთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების გამო აქვთ.
მათი თქმით, ,,სდექ" ხაზთან საბურავის ზედმეტად მიახლოების შემთხვევაშიც კი, თბილისში, რამდენიმე შუქნიშანთან სათვალთვალო კამერით დარღვევა ფიქსირდება და 20 ლარიანი ჯარიმა მისდით.
პროტესტს იწვევს ასევე ტესტერების გაუმართაობა და შემდეგ სიფხიზლის დასადგენად დამატებითი სამედიცინო პროცედურებისთვის აუცილებელი პირობები, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი წერს: ,,კიდევ ერთი პრობლემა ტესტერები. რა ხდება თუ ხართ ფხიზელი და ტესტერმა გააწითლა? გადმოგსვამენ მანქანიდან და ან ტაქსისტს დასვამ, ან ვინმე სხვა ტესტერის მიერ დაფიქსირებულ ფხიზელს და ისე გაგიშვებენ. თუ ტაქსის ფული არ გაქვს და უპატრონო ხარ (ან შენი ყველა მეგობარი მთვრალია), მაშინ მანქანა ევაკუატორით საჯარიმოზე წავა. თქვენ კი, თქვენი სიფხიზლის დასამტკიცებლად, 1 საათის განმავლობაში უნდა მიხვიდეთ ქავთარაძის ქუჩაზე და აიღოთ სისხლის ანალიზი, რომელიც 30 ლარი ღირს. თუ სისხლში ალკოჰოლის ნორმა დასაშვებია, ჯარიმას მოგიხსნიან, მაგრამ 30 ლარი მაინც ხახვივით შერჩება სახელმწიფოს. თუ 30 ლარი არ აღმოგაჩნდათ, ვერც თქვენ სიმართლეს ვერ დაამტკიცებთ. ასე იყო მიშას დროს. ალბათ ეხლაც ეგრეა."
ჯგუფის წევრები უკვე გეგმავენ აქციას, რათა მოითხოვონ, რომ მათი პროტესტი სახელმწიფომ გაითვალისწინოს. ორგანიზატორები ასევე, გეგმავენ ,რომ პრემიერის სახელზე წერილი შეიტანონ კანცელარიაში.
მასალის გამოყენების პირობები






