13 წლის ალაბამელი ტრენტონ მაკკინლი კომიდან ზუსტად იმ დროს გამოვიდა, როცა ექიმები მისთვის სიცოცხლის შემანარჩუნებელი აპარატის გამორთვას აპირებდნენ. მისმა მშობლებმა უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის დოკუმენტაციას და ბავშვის ორგანოების დონორული მიზნების გამოყენებისათვის გადაცენაზეც დათანხმდნენ - ექიმებმა მათ უთხრეს, რომ ბავშვი გონზე ვერსადროს მოვიდოდა და მისი ორგანოები 5 ბავში სიცოცხლეს გადაარჩენდა.
მარტში ტრონტონმა ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. ავტომისაბმელი, რომელშიც იგი იჯდა, ამოტრიალდა და ბიჭს თავზე დაეცა. შედეგად ბავშვს თავის ქალა 7 ადგილას ჩაუტყდა. ტრონტონმა 7 ოპერაცია გადაიტანა, ერთხელ იგი საოპერაციო მაგიდაზე ძლივს გადარჩა. მას გული უჩერდებოდა და თირკნელები წყვეტდნენ მუშაობას. ის 15 წუთის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ ბიჭი რომც გადარჩენილიყო, სიცოცხლის ბოლომდე კომაში იქნებოდა.

მშობლების თანხმობის მეორე დღეს ექიმებმა ბავშვს ბოლო ენცეფალოგრამა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი სასიცოცხლო ორგანოების მაჩვენებლებმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განიცადეს. ტესტი სასწრაფოდ გააუქმეს.
მალე ბავშვი გონს მოვიდა. ახლა მას დამოუკიდებლად გადადგილება შეუძლია, ლაპარაკი დაიწყო, კითხულობს და მარტივ მათემატიკურ ამოცანებსაც ხსნის. იგი აცხადებს, რომ ავარიის მონმენტის საერთოდ არ ახსოვს. ტრონტონი ირწმუნება, რომ კომაში ყოფნის დროს სამოთხე ნახა.
"მე გაშლილ მწვანე ველზე მივაბიჯებდი," - განუცხადა მან ადგილობრივ რადიოსადგურს.
დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გადარჩენა ნამდვილი სასწაულია.
ამჯერად ტრენტონის ორგანიზმი ნელი რეაბილიტაციის პროცესშია. მას ხანდახან კიდევ ემართება კრუნჩხვები და ტკივილებიც აწუხებს. ექიმებს მისი თავის ქალის ნახევარის აღდგენა მოუწევთ. მშობლები ამ ოპერაციისათვის ფულს აგროვებენ, რისთვისაც ფეისბუქზე სპეციალური გვერდიც გახსნეს.

მასალის გამოყენების პირობები






