მოსკოვში მცხოვრებ ქართველს სენაკში, ტრასაზე გინებისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს
საზოგადოება - 14:38, 11 Aug, 2013     1520

"ნიუპოსტი" თემურ ზარანდიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ზუგდიდიდან ცოლ-შვილთან ერთად საკუთარი მანქანით რუსეთისკენ მიმავალი, სენაკთან გასწრებისთვის დააჯარიმეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მანქანაში ჩაჯდომისას უმისამართოდ შეიგინა, "საზოგადოებრივ ადგილზე ბილწსიტყვაობის" ბრალდებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს და პოლიციაში გადაიყვანეს:

 

"ტრასაზე წინ მიმავალი მანქანა დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, არც საპირისპიროდ მომავალი ტრანსპორტი იყო, არც უკან მომყვებოდა არავინ, მოხვევის მაჩვენებელი ჩავრთე და გადავასწარი, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გამაჩერა. ავუხსენი, რომ საგზაო მოძრაობის წესები არ დამირღვევია, მაგრამ ასლარიანი ჯარიმა მაინც გამომიწერეს. როცა ქვითარი მომიტანეს და მანქანაში ვჯდებოდი, უმისამართოდ შევიგინე, ამის დედაც-მეთქი... ამის თქმა იყო და მაშინვე მეცნენ, მანქანიდან გადმომათრიეს, ხელები გადამიგრიხეს და ხელბორკილები დამადეს, მერე კი პოლიციის მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს. სამი საათი მანქანაში მაყურყუტეს, ჩემი ცოლ-შვილი კი ამ პაპანაქება სიცხეში მანქანაში, ტრასაზე დარჩა", - უთხრა "ნიუპოსტს" თემურ ზარანდიამ.

 

თემურ ზარანდია მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლები შეგნებულად მოიქცნენ ასე, მას შემდეგ, რაც მისი ვინაობა დაადგინეს. მისი თქმით, თავდაპირველად თავაზიანად მოექცნენ, მაგრამ ვინაობის გადამოწმების შემდეგ მათი ტონი უხეში გახდა. თემურ ზარანდია ამ ყველაფერს მის სოციალურ აქტივობას უკავშირებს: მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხშირად აკრიტიკებს მოქმედ ხელისუფლებას და, განსაკუთრებით, სამართალდამცველებს. ზარანდიას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის კურსს. მისივე განცხადებით, კურიოზულად დაწყებული ინციდენტი არანაკლებ კურიოზულად გაგრძელდა:

 

"პოლიციის განყოფილებაში არ შევუყვანივართ, მანქანაში ვყავდით მთელი ამ ხნის განმავლობაში და მეუბნებოდნენ, რომ მოსამართლეს მოიყვანდნენ და სასამართლოში გადამიყვანდნენ. სამი საათის განმავლობაში მოსამართლე არ მოსულა, ბოლოს მოვიდა, მაგრამ როცა პოლიციელებს დარბაზში შევყავდით, მანდატურებმა გამომიცხადეს, რომ სასამართლო დარბაზში ამ ფორმებში (ზარანდიას მოკლე შარვალი, ე.წ. "შორტი" და მაისური ეცვა, - რედ.) ვერ შემიშვებდნენ.

 

ახლა წინასწარი დაკავების საკანში გადავყავართ იმის მიუხედავად, რომ ზუგდიდში ნათესავებს დავუკავშირდი და შარვალი მოვატანინე. ყველაზე კურიოზული ისაა, რომ სასამართლო ხვალამდე არ ჩატარდება, ჩემი მანქანის გასაღები პატრულს აქვს, ჩემი ცოლ-შვილი კი ისევ ტრასაზე მელოდება და ვერ მეუბნებიან, მათ რას უპირებენ", - უთხრა "ნიუპოსტს" თემურ ზარანდიამ, რომელიც ასკვნის, რომ საქართველოში ამ მეთოდებს მასზე, როგორც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე მოქალაქეზე ზეწოლის მიზნით იყენებენ.

 

თემურ ზარანდიამ "ნიუპოსტს" ისიც უთხრა, რომ მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციის მოწვევას აპირებს და ჟურნალისტებს უამბობს, რომ საქართველოში პოლიციას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნისთვის იყენებენ.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, თემურ ზარანდია უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების საკანში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42