ასევე, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ, სესხის/კრედიტის დამუშავებისას უნდა გაითვალისწინოს სავალუტო რისკები, ისეთი შემთხვევები, როდესაც მსესხებელს შემოსავალი სხვა ვალუტაში აქვს, ხოლო კრედიტი სხვა ვალუტაში, ასევე როდესაც სესხზე ცვლადი საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს.
დოკუმენტის მიხედვით, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნები და აკრძალვები ითვალისწინებს იმას, რომ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისას და სესხის/კრედიტის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მსესხებელს/თანამსესხებელს ჭარბვალიანობის გარეშე უნდა შეეძლოს ჯამური ვალდებულებების მომსახურება; ამასთან, მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებს და გადასახდელებს შორის სხვაობა საოჯახო მეურნეობის საარსებო მინიმუმს უნდა აღემატებოდეს.
სებ-ის ინფორმაციით, დოკუმენტი ჯერ მხოლოდ სამუშაო ვერსიაა, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შესაძლოა, შინაარსობრივად და ტექნიკურად შეიცვალოს.
სებ-ის განცხადებით დებულების პროექტის მიზანია საკრედიტო სტანდარტებისა და საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების ხელშეწყობა, რათა მოხდეს მსესხებელთა უფლებების დაცვა ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან. დოკუმენტი ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც. დებულების დამტკიცების შემდეგ, სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






