საქართველოს შეიარაღებული ძალები ტანკისტის დღეს აღნიშნავს
საზოგადოება - 22:55, 10 Aug, 2013     669


დღესვე ცენტრის ტერიტოტიაზე დაღუპული ტანკისტების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა. მემორიალი თავდაცვის მინისტრმა გვირგვინით შეამკო. ირაკლი ალასანია პროფესიული დღის მისალოცად ტანკისტებთან პირადად ჩავიდა. მასთან ერთად ახალციხესჰი იმყოფებოდნენ შეიარაღებული ზალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები.


მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტოტიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.


ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო, სადაც სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს ღონისძიებაზე დასწრების ასშუალება ქონდათ.



პროფესიულ დღესასწაულზე წარჩინებული სამხედროების დაჯილდოების ცეერმონია გაიმართა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტანკისტებს სიტყვით მიმართა:

"ტანკისტებო, თქვენ პროფესიულ დღესასწაულს 21 წელია აღნიშნავთ. იმ დღიდან, როდესაც პირველი სატანკო ქვედანაყოფი შეიქმნა. შექმნისთანავე დაიწყო თქვენი საბრძოლო ამოცანების შესრულებაც. ამ წლებმა და შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა აჩვენა, რომ თქვენი სულიერი სიმტკიცე თქვენი ტანკის ჯავშანზე ძლიერია.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული სულის სიმტკიცის გამოვლინება იყო, გელხაურის ბატალიონის თავდადება, როდესაც მრავალრიცხოვანმა მოწინააღმდეგემ მძიმე დანაკლისი განიცადა. სწორედ ეს გვაქვს ჩვენ სისხლში მედგრად დაუხვდეთ მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს და ჩვენი გაუტეხელი სულით დავიცვათ ჩვენი სამშობლო. ასე იყო და იქნება მუდამ, ამაზე დგას და იდგება ჩვენი სახელმწიფო.

ჩვენ წაგვიგია და მოგვიგია ბრძოლები, მაგრამ არასდროს წაგვიგია ჩვენი სამშოლო, საქართველო. მიხარია, რომ ლერი გელხაური ახლაც აგრძელებს ჩვენი ტანკისტებისთვის გამოცდილების გაზიარებას და ახალი თაობის აღზრდას. თქვენ არასდროს დაგიხევიათ უკან და იცავდით სამშობლოს იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ჭირდებოდა."


დღესვე, ტანკისტებმა სტუმრებს ტექნიკა დაათვალიერებინეს. მოგვიანებით სპეციალურად ტანკისტის დღისადმი მიძღვნილი საარტილერიო-სატანკო კომბინირებული საჩვენებელი სწავლება გაიმართა. პროფესიონალმა სამხედროებმა დღევანდელი სწავლების მომზადების დონეს ამღალი შეფასება მისცეს.


პირველი სატანკო ქვედანაყოფი 1992 წლის 10 აგვისტოს შეიქმნა. 2007 წელს დაიწყო ჯავშანსატანკო კურსის ჩამოყალიბება. 2009 წელს გადაკეთდა ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრად. მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციებში ავღანეთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42