როგორც hollywoodlife იტყობინება, ანჯელინა 35 წლის ედ სკრიანით არის გატაცებული. ედ სკრიანი GOT-ში დარიო ნაარის როლს ასრულებს.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, მსახიობები ერთმანეთს Maleficent 2-ის გადაღებაზე გაიცნეს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.

წყაროს ცნობით, ანჯელინა ძალიან მოხიბლულია ედით, მასთან ერთად მუშაობით და უფრო მეტიც, მასთან დროის გატარება გადასაღები მოედნის გარეთაც სურს.
„ანჯელინა ფიქრობს, რომ ის ძალიან „ცხელი“ მამაკაცია და მასთან ერთად მუშაობა მოსწონს. ცხადია, ის კარგი მსახიობია, მაგრამ ანჯელინას მასთან სცენის მიღმა დროის გატარება უფრო მოსწონს. ის ძალიან ბედნიერია ედის გაცნობით“ - ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, 2016 წლის სექტემბერში კი მსოფლიოს ულამაზეს და გავლენიან წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შოკისმომგვრელი და სკანდალური განქორწინების შესახებ გახდა ცნობილი. მიმდინარე წლის აპრილში კი წყვილმა განქორწინების პროცესი დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები






