როგორც "ნიუპოსტს" ლაშა ცუცქირიძემ განუცხადა, 4 მაისს საქალაქო სასამართლოს მიერ ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდება საპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ კანონით გათვალისწინებულ 24 საათში საჩივარი არ განიხილა.
ცუცქირიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს, რომ მათი სარჩელი "გზაში დაიკარგა".
ყოფილი პოლიციელის მხარდამჭერებმა რეაგირებისთვის სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს, თუმცა ლაშა ცუცქირიძის თქმით, ომბუდსმენის ოფისში "სასწრაფო რეაგირების" ნაცვლად, განაცხადეს, რომ მათ სარჩელს 24 საათში განიხილავდა.
"საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, რომ ჩვენი საჩივარი სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნეს, თუმცა სააპელაციოში როცა დავრეკეთ გვითხრეს, რომ განცხადება გზაში დაიკარგა. ეს ხომ ყოვლად წარმოუდგენია. სახალხო დამცველსაც მივმართეთ თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ"- აცხადებს ცუცქირიძე.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელს ზვიად კუპრავას სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შს სამინისტროში ამბობენ, რომ ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე- ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






